საქართველოს პრეზიდენტმა 57 პატიმარი შეიწყალა, მათგან 30 საპატიმროს დღესვე დატოვებს, 27 პატიმარს კი პატიმრობის ვადა შეუმცირდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა. შეწყალებულთა შორის ორი ქალია. ასევე, არიან მსჯავრდებულები, რომლებმაც სასჯელი არასრულწლოვანების დროს ჩაიდინეს.
ზვიად ქორიძის თქმით, შეწყალების კომისია 22–24 ოქტომბერს მუშაობდა და სულ 575 პირის საქმე განიხილეს. მსჯავრდებულების საქმეებზე დადებითი რეკომენდაციები კი პრეზიდენტს წარუდგინეს.
კომენტარები