NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ქართველ ხალხს სჯერა, რომ აგვისტოს ომის დროს მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება”

„ქართველ ხალხს სჯერა, რომ აგვისტოს ომის დროს მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება”

25 ოქტ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 913 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეგიონული კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ჰააგის სასამართლოს ვიცეპრეზიდენტსა და განმწესრიგებელს შეხვდა. თეა წულუკიანირობერტ ფრემრსა და პიტერ ლუისს ჰააგის სასამართლოსთან საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის შესახებ ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება.

„ნება მომეცით, კიდევ ერთხელ განვაცხადო − საქართველოს, ქართველ ხალხს დიდი იმედი აქვს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურის გამოძიებისა. ჩვენ ველით, რომ ქართველების წინააღმდეგ აგვისტოსომის დროს ჩადენილი დანაშაულები გამოუძიებელი არ დარჩება და სამართლიანობა გაიმარჯვებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გავლენიანი და ძლიერია დანაშაულის ჩამდენი მხარე”, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული მხარე მზადაა, ითანამშრომლოს სასამართლოსთან მსხვერპლთა ინტერესების დასაცავად და მართლმსაჯულების აღსადგენად.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობისა და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლობას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სხვადასხვა ორგანოსთან. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ჰააგისსასამართლოს მიერ რამდენიმე წლის წინ წამოყენებული თხოვნის შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისში ხელი მოეწერება დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, ჰააგის სასამართლოს მიერ მსჯავრდებული რამდენიმე პირი სასჯელსსაქართველოს ციხეებშიც მოიხდის. მისი განცხადებით, პენიტენციური სისტემის იუსტიციის სამინისტროსთან შეერთების შემდეგ ამისათვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რეგიონული კონფერენცია თბილისში მიმდინარეობს. კონფერენციის საქართველოში ჩატარება საერთაშორისო სასამართლოს ინიციატივაა და მისი საფუძველი ჰააგისსასამართლოსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის წარმატებული თანამშრომლობაა.

როგორც ცნობილია, ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისი 2016 წლის 27 იანვრიდან იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს. მათ შორის, გამოძიება შეეხებაქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი ტყვეების წამებისა და მკვლელობის საკითხებს. საქართველო სრულად თანამშრომლობს ჰააგის სასამართლოსთან, რათა დადგინდეს ქართველების წინააღმდეგ ომის დროსჩადენილი დანაშაულები და დაკმაყოფილდეს დაზარალებულთა ინტერესები.

კომენტარები

აგვისტოს ომი დანაშაული თეა წულუკიანი ჰააგის სასამართლო 2018-10-25
სოსო ელისაშვილი
Tags აგვისტოს ომი დანაშაული თეა წულუკიანი ჰააგის სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“დარწმუნებული ვარ, რომ 28 ოქტომბერი იქნება საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება, რაც ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას ნიშნავს“

შემდეგი სტატია

პოლიციის რეგიონალურ დანაყოფებს 180 ახალი, მაღალი გამავლობის მანქანა შეემატა

მსგავსი სტატიები

ბურჯანაძე: საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ფრთხილი კი არა …

ბურჯანაძე: საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ფრთხილი კი არა …

ნინო ჩხეიძე 26 იან 2022
EBRD-მ არქი ჯგუფს ენერგოეფექტური მშენებლობისთვის 50 000 დოლარი გადასცა

EBRD-მ არქი ჯგუფს ენერგოეფექტური მშენებლობისთვის 50 000 დოლარი გადასცა

16 თებ 2018
ჯაბა ჯიშკარიანი: „ოპოზიციისთვის მიუღებელია  ბიძინა ივანიშვილის მიერ თბილისისათვის გაკეთებული სიკეთე“

ჯაბა ჯიშკარიანი: „ოპოზიციისთვის მიუღებელია ბიძინა ივანიშვილის მიერ თბილისისათვის გაკეთებული სიკეთე“

04 მაი 2018

უახლესი ამბები

  • თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის გამარჯვებულმა სტარტაპმა Artisio-მ აუქციონის ტექნოლოგიების განვითარებისათვის 250 000 ფუნტის დაფინანსება მოიპოვა

    თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის გამარჯვებულმა სტარტაპმა Artisio-მ აუქციონის ტექნოლოგიების განვითარებისათვის 250 000 ფუნტის დაფინანსება მოიპოვა

  • “სწორ დროს, სწორ ადგილას” – SOLO მომხმარებლებს ახალ პროდუქტს SOLO X სთავაზობს

    “სწორ დროს, სწორ ადგილას” – SOLO მომხმარებლებს ახალ პროდუქტს SOLO X სთავაზობს

  • კობახიძე: რამდენი ადამიანიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც გაამწარა, 9 ათასი პატიმრიდან არცერთს გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი?!

    კობახიძე: რამდენი ადამიანიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც გაამწარა, 9 ათასი პატიმრიდან არცერთს გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი?!

  • ირაკლი კობახიძე: …რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

    ირაკლი კობახიძე: …რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

  • იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

    იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge