NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პოლიციის რეგიონალურ დანაყოფებს 180 ახალი, მაღალი გამავლობის მანქანა შეემატა

პოლიციის რეგიონალურ დანაყოფებს 180 ახალი, მაღალი გამავლობის მანქანა შეემატა

25 ოქტ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 390 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს პოლიციის ავტოპარკს 180 ახალი, მაღალი გამავლობის ავტომანქანა შეემატა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ახალი მანქანების გადაცემის ცერემონია მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა და პოლიციელებს სიტყვით მიმართა.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყანაში, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყოს ეფექტურად მომუშავე სტრუქტურა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ყოველი ჩვენგანისთვის, ვიყოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებელი, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ ყველაფერ ამისთვის ჩვენ გვჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა – ყველაფერი ის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს თითოეულ პოლიციელს ეფექტურად და ღირსეულად შეასრულოს თავისი სამუშაო და მასზე დაკისრებული ვალდებულებები.

ავტოტრანსპორტის დიდი ნაწილი სწორედ რეგიონებში იქნება გაგზავნილი და ის პრობლემები, რომელზეც ჩვენ ყოველ დღე ვსაუბრობთ, რომ გვაკლია აღჭურვილობა, ტექნიკა და ტრანსპორტი რეგიონებში, ნელ-ნელა ამას ყველაფერს მოვაგვარებთ. თუმცა, ყველაფერთან ერთად ისიც გვესმის, რომ მარტო აღჭურვილობა საკმარისი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია ის შემართება, რა შემართებითაც თითოეული პოლიციელი, თითოეული ჩვენი კოლეგა იშრომებს ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენი მოქალაქის დასაცავად და კეთილდღეობისთვის,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე ესწრებოდნენ.

პოლიციის ახალი მანქანები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონის საპოლიციო ქვედანაყოფებში გადანაწილდება. ავტომანქანები მაღალი გამავლობისაა და სპეციალურად რეგიონებისთვის, რთული რელიეფური პირობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შეირჩა, რაც ადგილზე საპოლიციო სერვისების უფრო სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში ერთ-ერთი პრიორიტეტია რეგიონებში საპოლიციო საქმიანობის კიდევ უფრო განვითარება და მისი ეფექტიანობის მკვეთრად ამაღლება, რისთვისაც უწყება საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების გრძელვადიან პროექტს ახორციელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი უკვე დაასრულა. მათ შორისაა: რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრი – საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი, ასევე, ბათუმში – საერთაშორისო სტანდარტების საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალი შენობა, ხონში – პოლიციის ახალი შენობა, თბილისში, გოგოლის ქუჩაზე – პოლიციის ახალი შენობა, სრულად გარემონტებული დროებითი მოთავსების რამდენიმე იზოლატორი და სხვ.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოპარკის განახლება მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო, კერძოდ, იაპონიის მთავრობამ უწყებას 96 ჰიბრიდული ავტომობილი და ელექტრომანქანა გადმოსცა.

საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი ხელს უწყობს თანამედროვე, პოლიტიკურად ნეიტრალური, სანდო და ეფექტიანი პოლიციის ჩამოყალიბებას, რომლის შედეგად უწყების თანამშრომლებს სათანადო სოციალური და შრომის პირობები მაქსიმალურად ექნებათ უზრუნველყოფილი.

კომენტარები

ავტომობილები პოლიცია შსს 2018-10-25
სოსო ელისაშვილი
Tags ავტომობილები პოლიცია შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ქართველ ხალხს სჯერა, რომ აგვისტოს ომის დროს მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება”

შემდეგი სტატია

ბახტაძე: აშშ-თან ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე და უფრო მეტიც, არასდროს ყოფილა ასეთი ყოვლისმომცველი

მსგავსი სტატიები

1-ლი ოქტომბრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ფაზა ამოქმედდება

03 სექ 2018
არაფერი არ დასრულებულა! მესმის, რომ შეზღუდვები უაღრესად დიდი დისკომფორტია, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში ერთმანეთისთვის

არაფერი არ დასრულებულა! მესმის, რომ შეზღუდვები უაღრესად დიდი დისკომფორტია, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში ერთმანეთისთვის

ირაკლი შალიკაშვილი 22 მაი 2020
დიდი ოდენობით სახელმწიფოს ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა 12 პირი პასუხისგებაში მისცა

დიდი ოდენობით სახელმწიფოს ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა 12 პირი პასუხისგებაში მისცა

25 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge