NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ეს ყველაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ ვიქტორ ჯაფარიძე გამხდარიყო მეწილე ამ სასტუმროსი“

„ეს ყველაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ ვიქტორ ჯაფარიძე გამხდარიყო მეწილე ამ სასტუმროსი“

25 ოქტ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 763 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ სახელმწიფომ ერთ-ერთ კომპანიას იმის გამო სამჯერ გადაუვადა საინვესტიციო ვალდებულების შესრულება, რომ აღნიშნული კომპანიის მეწილე „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე გამხდარიყო. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„არსებობს ასეთი შპს „ოლ სიზონი“, რომელმაც 2012 წლის 10 ივნისს სახელმწიფომ გადასცა მესტიაში უძრავი ქონება გადასცა. მას უნდა განეხორციელებინა 2,7 მილიონი ლარის ინვესტიცია, ანუ, უნდა აემუშავებინა სასტუმრო. კომპანიამ საინვესტიციო ვალდებულება არ ან ვერ შეასრულა. 2015 წლის 26 მარტს მთავრობის განკარგულებით ეს კომპანია გათავისუფლდა პირგასამტეხლოსგან, რომელიც ეკისრებოდა საინვესტიციო პირობების შეუსრულებლობის გამო. უკვე 2016 წელს, მთავრობის განკარგულებით, „ოლ სიზონს“ გაუგრძელდა საინვესტიციო პირობის შესრულება 2017 წლის 22 ივნისამდე.

უკვე 2018 წელს, 3 ივნისიდან, ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე ხდება „ოლ სიზონის“ 30%-იანი მეწილე, ხოლო უკვე ამ არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის წირავს 50 ათას ლარს. ანუ კომპანია, რომელსაც სახელმწიფომ გადასცა ქონება მესტიაში, რომ ნახევრად აშენებული სასტუმრო დამთავრებულიყო, „ქართული ოცნების“ მთავრობამ სამჯერ გადაუვადა პირობის შესრულება, პირგასამტეხლო ჩამოუწერა და წინსწრებით, ინდულგენციის მსგავსად, წინასწარ უთხრა, რომ თუ კიდევ არ შეასრულებ პირგასამტეხლოს მაინც არ გადაიხდი. საბოლოოდ ეს ყველაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ ვიქტორ ჯაფარიძე გამხდარიყო მეწილე ამ სასტუმროსი და პრინციპით „ხელი ხელს ბანს“ მათ გადაურიცხეს სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი.

მესტიაში ეს შენობა ჩვენ გავაკეთეთ და დასამთავრებელი იყო მხოლოდ. 6 წელი გავიდა და „ქართული ოცნების“ მავნებლობა და კორუფციული ჟინი იქამდე არ წყდება, რომ ერთი – პირდაპირ საკუთრებაში წაიღეს და მეორე – შენობა არ დამთავრებულა“, – განცხადა უგულავამ. მისივე თქმით, ის ამ საქმეზე პასუხებს ბიძინა ივანიშვილისგან ელის.

კომენტარები

გიგი უგულავა ევროპული საქართველო ვიქტორ ჯაფარიძე 2018-10-25
სოსო ელისაშვილი
Tags გიგი უგულავა ევროპული საქართველო ვიქტორ ჯაფარიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის და მუქარისთვის ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შემდეგი სტატია

საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

11 ოქტ 2017
ხათუნა გოგალაძე: ავტოპარკის ტექდათვალიერება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია

ხათუნა გოგალაძე: ავტოპარკის ტექდათვალიერება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია

03 ივლ 2018

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შერჩევის ახალი კონკურსი გამოაცხადა

16 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ბენ ჰოჯესი: თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება დაივიწყოს

    ბენ ჰოჯესი: თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება დაივიწყოს

  • ბექა ოდიშარია: სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მარტო პენიტენციური სისტემა და ხელისუფლება გულშემატკივრობს – ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას

    ბექა ოდიშარია: სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მარტო პენიტენციური სისტემა და ხელისუფლება გულშემატკივრობს – ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას

  • გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

    გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

  • თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

    თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

  • მიხაილო პოდოლიაკი: ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი – უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია

    მიხაილო პოდოლიაკი: ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი – უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია

  • „ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

    „ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

  • მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

    მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

  • გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

    გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

  • გიგა ბოკერია: დასავლეთი პუტინის ბანაკში გვხედავს

    გიგა ბოკერია: დასავლეთი პუტინის ბანაკში გვხედავს

  • თამარ ივერი: ფაქტია რომ ეს “თაღლით-შოუ”, მისი შედეგები და ევროვიზიაზე მომღერლის მათ მიერ გაგზავნის უფლება გაბათილებულად უნდა გამოცხადდეს

    თამარ ივერი: ფაქტია რომ ეს “თაღლით-შოუ”, მისი შედეგები და ევროვიზიაზე მომღერლის მათ მიერ გაგზავნის უფლება გაბათილებულად უნდა გამოცხადდეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge