NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მთავრობის ადმინისტრაციამ საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართა

მთავრობის ადმინისტრაციამ საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართა

24 ოქტ 2018 ახალი ამბები 703 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, როგორც საჯარო მმართველობის რეფორმის ხელმძღვანელმა უწყებამ, საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი, 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხებზე იმსჯელეს.

სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა განიხილეს რეფორმის ფარგლებში არსებული მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო მიზნები. ასევე შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე რეფორმის შემდეგი ექვსი მიმართულება: პოლიტიკის დაგეგმვა, საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვა, ანგარიშვალდებულება, სახელმწიფო სერვისების განვითარება, საჯარო ფინანსების მართვა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, სწორედ ამ ექვსი ძირითადი მიმართულების გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს სამოქმედო გეგმა 2019-2020. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტის (OECD/SIGMA) ექსპერტები. მათ მიერ წარმოდგენილ იქნა საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი 2020-ის შუალედური შეფასების ანგარიში.

შეხვედრა „UNDP საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა. “აღნიშნული შეხვედრა ხელშეწყობილია ჩვენი პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით და ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთავრობის ადმინისტრაციასთან საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის მიმართულებით და იმედი გვაქვს რომ მივყვებით იმ გეგმას რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ შეიმუშავა საჯარო მმართველობის რეფორმის მიმართულებით.“ – განაცხადა საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდამჭერი პროექტის მენეჯერმა “UNDP საქართველო“-ს წარმომადგენელმა ნანა წიკლაურმა.

საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ასევე აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები.

კომენტარები

მთავრობა 2018-10-24
სოსო ელისაშვილი
Tags მთავრობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შემდეგი სტატია

ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების როტაცია დასრულდა

მსგავსი სტატიები

მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში წერილი შეიტანა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში წერილი შეიტანა

06 თებ 2019
15 აგვისტოდან ხმაური დასჯადი ხდება

15 აგვისტოდან ხმაური დასჯადი ხდება

სოსო ელისაშვილი 15 აგვ 2017

თბილისის ნაწილს 12 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

11 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ

    ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ

  • წილოსანი: პარლამენტის შტურმის ფაქტის “გავრილოვის ღამედ” მოხსენიება არ არის კორექტული – იმედი მაქვს, ეს თარგმნის ან სხვა სახის პრობლემასთანაა დაკავშირებული

    წილოსანი: პარლამენტის შტურმის ფაქტის “გავრილოვის ღამედ” მოხსენიება არ არის კორექტული – იმედი მაქვს, ეს თარგმნის ან სხვა სახის პრობლემასთანაა დაკავშირებული

  • იენს სტოლტენბერგი: რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება ზრდის ბირთვული ავარიის რისკს

    იენს სტოლტენბერგი: რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება ზრდის ბირთვული ავარიის რისკს

  • გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ლვოვში ჩავიდა

    გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ლვოვში ჩავიდა

  • მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

    მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

  • გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

    გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

  • იაგო ხვიჩია: ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

    იაგო ხვიჩია: ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

  • მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

    მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

  • ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

    ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge