NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მარიამ ჯაში: „საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამშრომლობების ხელშეწყობა, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია”

მარიამ ჯაში: „საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამშრომლობების ხელშეწყობა, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია”

24 ოქტ 2018 ახალი ამბები 339 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ვებსტერის უნივერსიტეტის რექტორს, უფროს ვიცე პრეზიდენტს ჯულიან შუსტერს შეხვდა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების ვებსტერის და საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტები თანამშრომლობის მემორანდუმს აფორმებენ, რომელიც შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტებს განსაზღვრავს.

„ვებსტერის უნივერსიტეტი დაინტერესებულია საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამშრომლობების ხელშეწყობა და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია. მივესალმები იმ მემორანდუმს, რომელიც უნივერსიტეტებს შორის ფორმდება”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი ტრადიციული უნივერსიტეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც უკვე ასი წლის აკადემიური გამოცდილება აქვს. უნივერსიტეტს ასევე აქვს ფილიალები ევროპის რეგიონში – ჟენევასა და ვენაში. მარიამ ჯაშის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, ისაუბრეს სამეცნიერო და აკადემიური მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობაზე.

„საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი რანგის უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობა, როგორიც არის ვებსტერი. მივესალმებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებში მოქმედი აკადემიური ინსტიტუციების უფრო ფართო თანამშრომლობას საქართველოში”, – განაცხადა განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

მარიამ ჯაში 2018-10-24
სოსო ელისაშვილი
Tags მარიამ ჯაში
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს რეგიონებში ფასდაკლების კვირეული დაიწყო

შემდეგი სტატია

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

მსგავსი სტატიები

მარნეულის კულტურის სახლის ადმინისტრაცია ენმ-ს წევრებს საარჩევნო შეხვედრის მოწყობაზე უარს ეუბნება

ირაკლი შალიკაშვილი 04 აპრ 2019
930 ათასი ლარი 3 ქუჩის სატრანსპორტო პროექტისთვის – ლევან ხაბეიშვილი კალაძეს არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

930 ათასი ლარი 3 ქუჩის სატრანსპორტო პროექტისთვის – ლევან ხაბეიშვილი კალაძეს არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

ირაკლი შალიკაშვილი 22 მაი 2019
სასამართლომ მშობლების მიმართ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს 1  წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ მშობლების მიმართ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

11 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

    თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

  • სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

    სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

  • ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

    ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

  • ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

    ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge