„დიდი იმედი მაქვს, დღეს მაინც შეახსენებენ ბიძინა ივანიშვილს, რა საშინელებები ხდებოდა ჩემს(და არა მხოლოდ ჩემს ) თავს, როცა პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნებით მაშანტაჟებდნენ,-ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მას არ ახსოვს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნების ამბავი.
„როცა ვიღაცეებს გამოუქვეყნეს და მორალური ტერაქტები მოუწყეს და ამის გამო, კაცი არაა დასჯილი… თუ არ შეახსენებთ, ვისაც გევალებათ, Gogi Gvakharia -ს უახლოესი გადაცემა აჩვენეთ, რომელიც მალე გავა ეთერში, რომ სხვა დროს, ამ კითხვას როცა დაუსვამენ, გაახსენდეს, რა ხდებოდა სულ რაღაც ორიოდე წლის წინ ქვეყანაში“,-წერს გრიგოლია.
კომენტარები