NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების როტაცია დასრულდა

ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების როტაცია დასრულდა

24 ოქტ 2018 ახალი ამბები 345 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა და I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა ავღანეთში მიმდინარე “მტკიცე მხარდაჭერის” 7-თვიანი მისია წარმატებით დაასრულეს და დღეს სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდნენ.

ქართველ მშვიდობისმყოფელებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი და II ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია დახვდნენ. ბრიგადის გენერლის გიორგი მათიაშვილის განცხადებით, ქართულმა ქვედანაყოფებმა ქაბულში და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მისია წარმატებით და უდანაკარგოდ შეასრულეს.

დასავლეთ სარდალმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს სამშობლოში დაბრუნება მიულოცა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა. II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონი სამშვიდობო მისიას ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარი შტაბ-ბინის ბაზაზე ასრულებდა. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. 21-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული, როტაციის წესით, IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა ჩაანაცვლა. შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი კი, მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის კონტროლი და საავიაციო ბაზის დაცვა იყო. მე-11 ბატალიონი, როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.

კომენტარები

ავღანეთი 2018-10-24
სოსო ელისაშვილი
Tags ავღანეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მთავრობის ადმინისტრაციამ საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართა

შემდეგი სტატია

თბილისი: რუსეთი „ღია ცის“ ხელშეკრულებას ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების ინსტრუმენტად იყენებს

მსგავსი სტატიები

მეუფე იობი: მე  ვწყევლი და შევაჩვენებ გიორგი გაბუნიას

მეუფე იობი: მე ვწყევლი და შევაჩვენებ გიორგი გაბუნიას

25 მაი 2018
შსს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

10 ივნ 2018
დიმიტრი ქუმსიშვილმა „ყაზტრანსგაზ-თბილისის” სწრაფი რეაგირების სამსახურის ახალი ოფისი გახსნა

დიმიტრი ქუმსიშვილმა „ყაზტრანსგაზ-თბილისის” სწრაფი რეაგირების სამსახურის ახალი ოფისი გახსნა

სოსო ელისაშვილი 16 მარ 2018

უახლესი ამბები

  • Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

    Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

  • ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

    ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

  • 34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

    34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

  • ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისტორიაში შევა, როგორც ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერების ტრიუმფი

    ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისტორიაში შევა, როგორც ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერების ტრიუმფი

  • საუდის არაბეთში ააშენებენ მილიონიან ქალაქს სადაც ავტომობილები არ ივლიან

    საუდის არაბეთში ააშენებენ მილიონიან ქალაქს სადაც ავტომობილები არ ივლიან

  • იენს სტოლტენბერგი: საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი

    იენს სტოლტენბერგი: საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი

  • ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა

    ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა

  • სუსს აქვს მტკიცებულებები, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმე მიდის პუტინამდე და უბრალოდ აღარ იციან რა ქნან

    სუსს აქვს მტკიცებულებები, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმე მიდის პუტინამდე და უბრალოდ აღარ იციან რა ქნან

  • მხოლოდ საარჩევნო სისტემა ვერ იქნება შესვლის საფუძველი

    მხოლოდ საარჩევნო სისტემა ვერ იქნება შესვლის საფუძველი

  • გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა

    გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge