NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»თიბისი არტ გალერეაში ელგუჯა ამაშუკელის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

თიბისი არტ გალერეაში ელგუჯა ამაშუკელის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

24 ოქტ 2018 კულტურა 5067 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2018 წლის 22 ივნისს საქართველოს სახალხო მხატვარს, რუსთაველის პრემიის ლაურეატს, – ელგუჯა ამაშუკელს, 90 წელი შეუსრულდებოდა. თიბისი არტ გალერეაში მისი გამოფენა სწორედ ამ საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. გამოფენა მხატვრის შემოქმედების ერთგვარი თავმოყრისა და შეჯამების მცდელობაა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მისი დაზგური ქანდაკება, გრაფიკული ნამუშევრები, სხვადასხვა დროს საკონკურსოდ შექმნილი ესკიზები და მოდელები, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული პროექტების ამსახველი ქრონიკალური მასალა. ასევე, სპეციალურად ამ გამოფენისათვის, ფოტოგრაფ გიორგი ინდუაშვილის თბილისაა და რეგიონებში გადაღებული ამაშუკელის ძეგლებისა და მონუმენტების ფოტოები.

ელგუჯა ამაშუკელის სახელი კარგადაა ცნობილი ქართული ხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის. პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი, რომლითაც ახალგაზრდა მოქანდაკე თბილისელებმა გაიცნეს, „ქართვლის დედა“ იყო, – 1958 წელს, თბილისის 1500 წლისთავთან დაკავშირებით თაბორის მთაზე აღმართული ხის ალეგორიული ქანდაკება. მოგვიანებით, ქანდაკება ალუმინის ფირფიტებით დაიფარა. 1997 წელს კი, 20 მეტრიანი თუჯის მონუმენტით შეიცვალა.

1966 წელს ქართლის დედის შექმნისათვის ელგუჯა ამაშუკელს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა.

გამოფენაზე დამთვალიერებელი ვახტანგ გორგასალის ბრინჯაოს ქანდაკებასაც იხილავს, რომელიც 1957 წელს თბილისის დამაარსებელი მეფის მონუმენტის შესაქმენლად გამოცხადებულ კონკურსზე წარადგინა ახალგაზრდა ავტორმა და პირველი პრემიაც დაიმსახურა.

ელგუჯა ამაშუკელის პირველი დიდი წარმატება სწორედ ვახტანგ გორგასალის ძეგლს უკავშირდება, – 1967 წლიდან ეს მონუმენტი თბილისში მეტეხის პლატოს ამშვენებს.

გამოფენის გახსნის შემდეგ, ელგუჯა ამაშუკელის შემოქმედების შესახებ დისკუსია გაიმართა, რომელსაც თიბისი არტ გალერეის დირექტორი – ქეთევან კორძახია, არქიტექტორი – ვახტანგ დავითაია და ფილოსოფოსი და არტ-კრიტიკოსი – დავით ანდრიაძე გაუძღვნენ.

თიბისი არტ გალერეის ორგანიზებით, გამოფენის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისათვის შემეცნებითი ექსკურსიები მოეწყობა, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ ერთ სივრცეში გაიცნონ ელგუჯა ამაშუკელის შემოქმედება და სხვადასხვა ქალაქის სიმბოლოდ ქცეული მისი ნამუშევრები.

ვახტანგ გორგასალი, „ქართვლის დედა“, თბილისის მეტროპოლიტენის სადგურ „რუსთაველის“ სკულპტურული შემკულობა, ვეფხი და მოყმე, „ცოდნის ზარი“, ფარნავაზი – თბილისში, გიორგი ლეონიძის, ლადო გუდიაშვილის, უშანგი ჩხეიძის საფლავები – მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, დავით აღმაშენებლის ძეგლი ქუთაისში, გამარჯვების მონუმენტი გორში, დაღუპულ მეზღვაურთა მემორიალი მალთაყვაში, ცოტნე დადიანი და „კოლხეთის დედა“ – ფოთში, მემედ აბაშიძე და ილია ჭავჭავაძე – ბათუმში, – ელგუჯა ამაშუკელის ნამუშევრების არასრული ჩამონათვალია.                                                                                              ამასთანავე, მუშაობდა წიგნის ილუსტრაციასა და გრაფიკულ ციკლებზე; ავტორია წიგნების: „წერილები ხელოვნებაზე“, „მეექვსე გრძნობა“, „დრო და შემოქმედი“.

ელგუჯა ამაშუკელი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1996-02)

საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე (1981-96), თბილისის საპატიო მოქალაქე (1981), საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ სახალხო  მხატვარი.

მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, მემედ აბაშიძის სახელობის პრემია, სსრკ სახელმწიფო პრემია.

ელგუჯა ამაშუკელი 2002 წელს, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

თიბისი არტ გალერეაში გამოფენა 17 ნოემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

TOP გამოფენა ელგუჯა ამაშუკელი 2018-10-24
Tags TOP გამოფენა ელგუჯა ამაშუკელი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ივანიშვილი: მარიხუანას წარმოების საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება

შემდეგი სტატია

კახიანი: გამუდმებით ხდება საზოგადოების დეზინფორმირება და ამას აკეთებს „რუსთვი 2“

მსგავსი სტატიები

ნინო რამიშვილის უნიკალური ვიდეო

ნინო რამიშვილის უნიკალური ვიდეო

ნინო ჩხეიძე 20 იან 2023
ლილი ფოფხაძე – თამუნა ფილარმონიაში

ლილი ფოფხაძე – თამუნა ფილარმონიაში

ნინო ჩხეიძე 19 მარ 2021
ბუბა კი­კა­ბი­ძის მე­უღ­ლე ირი­ნა ქე­ბა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა

ბუბა კი­კა­ბი­ძის მე­უღ­ლე ირი­ნა ქე­ბა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა

ნინო ჩხეიძე 11 ოქტ 2021

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge