„ექსონმობილი” საქართველოში გეოლოგიურ შესწავლას იწყებს – 23 ოქტომბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და კომპანია „ექსონმობილს” შორის გეოლოგიური და გეოფიზიკური მასალების შესწავლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია დაესწრო.
ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია დასავლეთ საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალის შეფასებას განახორციელებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სააგენტოს მიერ გადაცემული გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების შესწავლის დასრულების შედეგად „ექსონმობილი” მოამზადებს ანგარიშს და ინტეგრირებულ მონაცემთა ბაზას, რომლებსაც სახელმწიფოს გადასცემს.
კომპანიის წარმომადგენლის, ჯონათან უილსონის განცხადებით, ისინი მოხარულები არიან საქართველოს მხარესთან თანამშრომლობით და იმის შესაძლებლობით, რომ გამოიყენონ გამოცდილება საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალის შესასწავლად.
კომენტარები