NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ნაძალადევის რაიონში შვიდ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში შვიდ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

23 ოქტ 2018 ახალი ამბები 867 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ნაძალადევის რაიონში, შვიდ მისამართზე ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი ხევისუბნის ქ. N12-ში ხორციელდება, სადაც 60 გრძივ მეტრზე წყალსადენის ქსელი და 150 გრძივ მეტრზე წყალარინების სისტემა იცვლება.

ასევე, მონტაჟდება შვიდი საკომუნიკაციო ჭა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად გაეცნო.

„აღნიშნულ კორპუსში მიწისქვეშა კომუნიკაციების გამო, სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები შეიქმნა, რაც პროექტის დასრულების შემდეგ სრულად აღმოიფხვრება. მოძველებული მილები ახლით იცვლება, რის შემდეგაც, შენობის მიმდებარედ ასფალტის საფარი დაიგება. საბოლოო ჯამში, კორპუსში მცხოვრები 81 ოჯახის საცხოვრებელი გარემო გაუმჯობესდება“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. 2018 წლის იანვრიდან დღემდე, მსგავსი პროექტი 13 მისამართზე განხორციელდა. შვიდი პროექტი კი წლის ბოლომდე დასრულდება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციისთვის გამგეობის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ჯამში, 500 000 ლარია გათვალისწინებული.

კომენტარები

ნაძალადევის რაიონი 2018-10-23
სოსო ელისაშვილი
Tags ნაძალადევის რაიონი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დავით ზალკალიანმა პატივი მიაგო ლიეტუვის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს

შემდეგი სტატია

პატრიარქი სასკოლო პროგრამაში გოგებაშვილის „დედა ენის“ შეტანას აუცილებლად მიიჩნევს

მსგავსი სტატიები

ბიზნესდაჯილდოება 2017-ის ფინალისტები გამოვლინდნენ

21 ოქტ 2017
„გირჩი“: მთავარი პროკურორის არჩევის პროცესთან საერთო არაფერი უნდა ჰქონდეს თეა წულუკიანს

„გირჩი“: მთავარი პროკურორის არჩევის პროცესთან საერთო არაფერი უნდა ჰქონდეს თეა წულუკიანს

05 ივნ 2018
პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

13 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

    სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

  • მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

    მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

  • რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

    რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

  • მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

    მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

  • რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

    რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

  • თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

    თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

  • ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

    ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

  • მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

    მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

  • სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

    სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

  • საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

    საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge