„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებით, როდესაც მას არაფორმალურ მმართველობაზე ესაუბრებიან „ცოტა უხერხულია“, რადგან ის მმართველი პარტიის თავმჯდომარეა.
„მე დღეს ვცხოვრობ აბსოლუტურად ნორმალურად, ვარ პარტიის თავმჯდომარე. ეს არის თანამდებობა და როცა არაფორმალურობაზე საუბრობთ, ცოტა უხერხულია იმიტომ, რომ ამ პარტიას პარლამენტში აქვს უმრავლესობა, მთავრობაც პარლამენტმა დაამტკიცა, ადგილობრივ თვითმმართველობაშიც თითქმის ყველა რეგიონში უმრავლესობა ჰყავს. შესაბამისად, პარტიის როლი არის დიდი და მე ვარ ამ პარტიის თავმჯდომარე და რომელ არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი? არაფორმალურობაზე რომ საუბრობთ, ეს „რუსთავი 2“-ს შეუძლია და ალბათ, თქვენც აძლევთ თავს უფლებას ამაზე ისაუბროთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ის დიანა ტრაპაიძის კითხვას პასუხობდა.
კომენტარები