NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო, გაუგებარია“

„ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო, გაუგებარია“

23 ოქტ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 161 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბიზნესმენები თქვენთან დადიან საქმეების გასარჩევად, გაჩნდნენ დაუსჯელი პერსონები, მაგ. ფარცხალაძე, პრემიერების მიმართ აღქმა არის ნაკლებად სერიოზული. მრჩება განცდა, რომ თქვენ ხართ ყველაფრის ხელმძღვანელი,-ამ საკითხებზე ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, დიანა ტრაპაიძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს განმარტებები სთხოვა.

„გავრცელებულ ფალსიფიცირებულ ჩანაწერში არსად არ ჩანდა, რომ საქმის მოსაგვარებლად იყო მოსული ჩემთან. მე ბიზნესმენებს ვხვდები და ხშირად ვხვდები მათ. მას შევხვდი როგორც ბიზნესმენი ბიზნესმენს და ძალიან კარგ პროექტს ვგეგმავდით. ბიზნესმენთან შეხვედრა, ბიზნესმენის რანგში დანაშაულად აღიქმება? იცით მე რამდენ ბიზნესმენს ვხვდები? იმ საუბარშიც კი არსად ჩანდა, რომ არსებობდა პრობლემების მოგვარების სქემა. მე დაგაზუსტებინეთ კითხვა და აქცენტები, თუმცა ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო, გაუგებარია, ან ბიზნესმენებთან შეხვედრა რატომ არის დანაშაული, გაუგებარია. არ ვეთანხმები ასეთ აქცენტებს.

რაც შეეხება იმას, რაც საზოგადოებას და თქვენც გაინტერესებთ, დაახლოებით ერთი თვეა დაიჭირა „რუსთავი 2“–მა ეს თემა და თქვენც ეხმარებით. ფარცხალაძესთან დაკავშირებით მე ჩაგეკითხეთ, რადგან თქვენ ამბობთ, რომ კაცი უნდა დაისაჯოს, მაგრამ არ გაქვთ საფუძველი, რატომ უნდა მოხდეს ეს. ჟურნალისტი ითხოვთ დასჯას. ამ კაცს დასაჭერი არაფერი არ აქვს.

რაც შეეხება ბიზნესმენებს, მე ვცდილობ დავეხმარო მათ, რამეთუ ბიზნესმა უნდა დაასაქმოს ადამიანები ამ ქვეყანაში და არა ხელისუფლებამ. ადამიანებმა უნდა მოახერხონ და შესატყვისი ანაზღაურება უნდა მიიღონ. რაც შეეხება ბიზნესმენებს, ძალიან კარგია, რომ ისინი დადიან ჩემთან და ასეც გაგრძელდება. სწორედ ეს იყო ოქუაშვილის მოსვლის საფუძველი და ამ მიზეზით მოვიდა თავიდანვე ყიფიანი ჩემთან, რომ თამბაქოზე ჰქონდათ პრობლემები. როცა შევჯერდით, რომ მე დავაფინანსებდი ამას, თამბაქოს წარმოებაში ყიფიანსაც ექნებოდა წილი. 10 მლნ იქნებოდა პროექტის ღირებულება. ყველაზე დიდ რისკს ამ პროექტში იღებდა თანაინვესტირების ფონდი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

ბიძია ივანიშვილი ოთარ ფარცხალაძე 2018-10-23
სოსო ელისაშვილი
Tags ბიძია ივანიშვილი ოთარ ფარცხალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ივანიშვილი: „რომელ არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი?“

შემდეგი სტატია

„როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემს საკუთარ კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ ზაზა ოქუაშვილს და ვერ ვლაპარაკობ“

მსგავსი სტატიები

რეაგირებენ ერთადერთ სახელზე და ეს სახელი არის მიხეილ ჩინჩალაძე – იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება

რეაგირებენ ერთადერთ სახელზე და ეს სახელი არის მიხეილ ჩინჩალაძე – იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება

ირაკლი 09 აგვ 2019
„რუსეთის ფედერაცია სოხუმსა და ცხინვალში ეტაპობრივი ანექსიის პოლიტიკას ახორციელებს“

„რუსეთის ფედერაცია სოხუმსა და ცხინვალში ეტაპობრივი ანექსიის პოლიტიკას ახორციელებს“

18 აპრ 2018
სომხეთში პრემიერის მოვალეობას „არმროსგაზპრომის“ ყოფილი ხელმძღვანელი შეასრულებს

სომხეთში პრემიერის მოვალეობას „არმროსგაზპრომის“ ყოფილი ხელმძღვანელი შეასრულებს

23 აპრ 2018

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

    მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

  • განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

    განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

  • დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

    დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

  • კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

    კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

  • ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

    ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

  • ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

    ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

  • მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

    მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

  • ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

    ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

  • არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

    არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

  • ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

    ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge