თბილისი, 23 ოქტომბერი, Sputnik-ის პრესსამსახური – დასავლეთის მოწინავე ქვეყნების მოსახლეობის ნაწილს რუსეთთან მიმართებით საკუთარი მედიის ობიექტურობის არ სჯერა. ამაზე მეტყველებს „Sputnik.მნენიას” გამოკითხვის შედეგები.
კვლევის თანახმად, რომელიც საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik–თვის 2018 წლის 9–20 აგვისტოს ჩატარდა, ფრანგების 53%–ს, გერმანელების 50%–ს, ბრიტანელების 47%–ს და ამერიკელების 43%–ს მიაჩნიათ, რომ მათ ქვეყნებში მედია რუსეთის არაობიექტურ სურათს ქმნის. “რუსულ საკითხში” საკუთარ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს საფრანგეთის მოსახლეობის მხოლოდ 25%, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 33% და აშშ–სა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოსახლეობის 39% ენდობა. საინტერესოა, რომ რუსეთის შესახებ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს უფროსი თაობის წარმომადგენლებზე მეტად ახალგაზრდა ფრანგები და გერმანელები მიიჩნევენ არასანდოდ: საფრანგეთში აღნიშნულ აზრს ემხრობა 35 წლამდე ასაკის რესპონდენტების 58% 35 წელს ზემოთ ასაკის გამოკითხულთა 51%–ის წინააღმდეგ, გერმანიაში, შესაბამისად, 54% 48%–ის წინააღმდეგ.
აშშ–სა და დიდ ბრიტანეთში, პირიქით, უფროსი თაობა უფრო მეტად საუბრობს რუსეთის შესახებ მედიის არაობიექტურობაზე: 35 წელს ზემოთ ასაკის ამერიკელების 46% 35 წლამდე ასაკის გამოკითხული რესპონდენტების 34%–ის წინააღმდეგ და შესაბამისად, უფროსი ასაკის ბრიტანელების 51% ახალგაზრდა თაობის 38%–ის წინააღმდეგ. გამოკითხვა Sputnik–ვის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა უძველესმა ფრანგულმა კომპანია IFop-მა 9–20 აგვისტოს ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო 18 წელს ზემოთ ასაკის 4033–მა რესპონდენტმა. შერჩევა მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოადგენს. მაქსიმალური ცდომილება +/– 3,1%-ს შეადგენს სანდოობის 95%-იანი ალბათობით.
კომენტარები