მოსკოვს “ადრე თუ გვიან მოუწევს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილების მიღება, უკან დახევა და უკრაინის სქიზმური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება” აცხადებს პატრიარქი ბართლომე.
“მოწონთ თუ არა ჩვენს რუს ძმებს, ძალიან მალე ისინი მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებას მიიღებენ, რადგანაც მათ სხვა არჩევანი არ გააჩნიათ”, განაცხადა პატრიარქმა ბართლომემ, ინფორმაციას orthodoxia.info ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პატრიარქმა უკრაინისათვის ავტოკეფალიის მინიჭება საბოლოოდ გადაწყვიტა და ღია წერილით ეს გადაწყვეტილება მისმა დელეგაციამ 27 ივლისს, კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1030-ე წლის იუბილეს დღესასწაულზე ამცნო უკრაინასა და უკრაინაში ზეიმზე შეკრებილ 10-მდე მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას, რომელთა შორის საქართველოდან ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმეც იყო.
მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს მიერ უკრაინაში გაგზავნილ წერილში პირველადაა ღიად და მკაფიოდ გაცხადებული, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიამ თავის თავზე აიღო “ინიციატივა, აღადგინოს მართლმადიდებელი მორწმუნე უკრაინის ერთიანობა და საბოლოო მიზანი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაა”.
კომენტარები