ყოჩაღ რა სიტყვები უსწავლია: კონტპროდუქტიული, რეტროგრადული – ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა შემოვლით რკინიგზასთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძის განცხადებას სოციალური ქსელით ეხმაურება.
„ყოჩაღ რა სიტყვები უსწავლია – შემოვლითი რკინიგზა იყო კონტრპოდუქტიული და რეტროგრადული. პროგრესი სახეზეა. ახლა სერიოზულად: 1.”ყველაზე მწვანე ტრანსპორტს” ქალაქში გადააქვს ბაქოს ნავთობი. 2. რკინიგზის გარშემო თითქმის ყველა შენობა უიმედოდ ავარიულია. 3. სამგზავრო გადაზიდვებისთვის რჩება და მოდერნიზირდება დიდუბისა და ნავთლუღის რკინიგზის სადგურები, რომლებიც ინტეგრირებულები არიან მეტროს ქსელში.
4. თანხის 2/3 დახარჯულია და არგაგძელების შემთხვევაში წყალში იყრება. 5. თბილისი საცობებისგან განიტვირთება. 6. განვითარდება ქალაქის მარცხენა სანაპირო. სამშენებლო დაწოლა მოეხსნება მარჯვენა სანაპიროს. 7.ეს კაცი უვარგისი მაგრამ ისევ რკინიგზის დირექტორია და არა პრემიერმინისტრი.“ – წერს სოციალურ ქსელში გიგი უგულავა
კომენტარები