NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა

22 ოქტ 2018 ახალი ამბები 409 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა.

უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა და მისი მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება და პრევენცია, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა.

მთავრობის დადგენილებით, კომისიას დაევალა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და 2018 წლის ბოლომდე დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა. პირველ შეხვედრაზე უწყაბათაშორისი კომისიის წევრებმა კომისიის საქმიანობის და უფლებამოსილების საკითხები მიმოიხილეს. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის ინიცირების შესახებ და ამ მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კოორდინაციით სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა დაამტკიცა. შეხვედრას ესწრებოდნენ უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და კომისიის წევრები:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური უფროსის მოადგილე გიორგი თევდორაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსის მთავარი მრჩეველი გოჩა რატიანი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ხადური, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ონოფრიშვილი. სხდომას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები, რომლებმაც კომისიის წევრებს საკუთარი რეკომენდაციები გააცნეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხზე.

კომენტარები

ტერორიზმი 2018-10-22
სოსო ელისაშვილი
Tags ტერორიზმი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილმა კამპანია ევროპულ სტილში წარმართა და ეს ხელს შეუწყობს საარჩენო კულტურის განვითარებას

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სრული ინტეგრაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში

მსგავსი სტატიები

„მნიშვნელოვანია, რომ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დაუბრუნდეს და  დანარჩენი ორი მოქალაქეც გაათავისუფლონ“

„მნიშვნელოვანია, რომ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დაუბრუნდეს და  დანარჩენი ორი მოქალაქეც გაათავისუფლონ“

სოსო ელისაშვილი 05 მარ 2018
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის წევრები იკრიბებიან

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის წევრები იკრიბებიან

სოსო ელისაშვილი 01 ოქტ 2018
„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ დავით ერაძესა და იურისტ თამთა მურადაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ დავით ერაძესა და იურისტ თამთა მურადაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ

სოსო ელისაშვილი 23 მარ 2018

უახლესი ამბები

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

  • ლილი ფოფხაძე: ბაბუა

    ლილი ფოფხაძე: ბაბუა

  • ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

    ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

  • საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

    საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

  • ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

    ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

  • შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

    შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

  • “შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება”

    “შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება”

  • ამ ხალხს შეთანხმება არ უნდა, ამ ხალხს უნდა ჩხუბი

    ამ ხალხს შეთანხმება არ უნდა, ამ ხალხს უნდა ჩხუბი

  • მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო ნიკა მელიას მიმართ

    მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო ნიკა მელიას მიმართ

  • შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე

    შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge