„შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტზე, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა 2012 წლის შემდეგ საკმაოდ დიდი ქონება დააგროვენს, ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. დავით სერგეენკოს განცხადებით, თუ კი რამდენიმე ადამიანს მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული ქონება შეეძინა, მათ ასევე უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ განმარტონ ამ ქონების წარმომავლობა.
„სიტყვა კორუფციას ძალიან მყარი მტკიცებულება სჭირდება, მით უმეტეს როცა მიბმულია სიტყვასთან „ელიტური კორუფცია“. თუ კი რამდენიმე ადამიანს მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული ქონება შეეძინა, მას ასევე უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ განმარტონ საჭიროების შემთხვევშაში მშვიდ და საქმიან ვითარებაში ამ ქონების წარმომავლობა“,-განაცხადა სერგეენკომ.
კომენტარები