NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სასამართლომ ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

სასამართლომ ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

22 ოქტ 2018 ახალი ამბები, სამართალი 338 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა აჭარის ა.რ. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგი) ბრალდებული, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დ.რ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დ.რ.

მისი საქართველოში ყოფნის დროს, 2017 წლის ივლისში დაუკავშირდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დ.ა.-ს და თითქოსდა დასაქმების მოტივით უზრუნველყო მისი საქართველოში ჩამოყვანა. საქართველოში დ.ა.-ს ჩამოსვლის შემდეგ დ.რ-მ ის ნაქირავებ ბინაში მოათავსა, ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში, აუკრძალა თავისუფალი გადაადგილება და ფიზიკური ანგარიშსწორებით, ცემით, მუქარით და იძულებით მოახდინა მისი გადაბირება, რის შემდეგაც განახორციელა მისი პროსტიტუციაში ჩაბმა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დ.რ-ს დაზარალებული ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სხვადასხვა ღამის კლუბებში, რესტორნებში, სასტუმროებში გადაჰყავდა და 2018 წლის 12 იანვრამდე მის სექსუალური მომსახურების იძულებით გაწევის ექსპლუატაციას ახდენდა, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებულ თანხებს თვითონ ისაკუთრებდა.

გამოძიების ეტაპზე, დ.რ. მიმალვას და საქართველოდან მალულად გასვლას შეეცადა, თუმცა 2018 წლის 19 იანვარს, ის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე იქნა დაკავებული. დ.რ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დ.რ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

სასამართლო 2018-10-22
სოსო ელისაშვილი
Tags სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოში თვალის დაავადებების სტატისტიკა გაიზარდა

შემდეგი სტატია

გიორგი ქობულია: ტურისტებისა და მოსახლეობის შეფარდებით საქართველო ლიდერი ქვეყანაა

მსგავსი სტატიები

„რია-რია აუტეხავთ ნაცებს“

28 ოქტ 2017

„მე ამათი პასუხები არ მაკმაყოფილებს, მე შეხვედრას პრემიერმინისტრთან ვითხოვ“

31 ივლ 2018

„სააკაშვილი ქართული პოლიტიკისთვის წარსულია“

05 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

    ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

  • აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

    აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

  • ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

    ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

  • ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

    ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

  • აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

    აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

  • “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

    “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

  • ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

    ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

  • “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

    “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

  • ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

    ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

  • ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

    ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge