ამ ჩანაწერებს რა ეფექტიც უნდოდათ მათ რომ ჰქონოდა, ჩაუვარდათ, ჩაუვარდათ მოსალოდნენლი შედეგი, რასაც თვითონ ელოდნენ,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
„მე უკვე შთაბეჭდილება მექმნება, რომ ჩანაწერების შინაარსზე კი არ უნდა ვისაუბროთ, იმ ჩანაწერების და იმ სერიალების, რასაც უკვე რამდენიმე კვირაა ვადევნებთ თვალს, არამედ იმაზე, ზოგადად რასთან გვაქვს საქმე და რას ემსახურება ეს ჩანაწერები. მე ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს საზოგადოების წამრომადგენლებთან, მოსახლეობასთან და უკვე ჩანაწერების შინაარსზე კი არავინ მელაპარაკება, არამედ ხალხს უკვე აღიზიანებს ის, რომ გაუთავებელად ამ ჩანაწერებისა და სერიალების პერიოდიდან ვერ გამოვდივართ.
ეს რას ემსახურება ძნელად მისახვედრი არ არის. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მცდელობაა, რომ წინასაარჩევნოდ რაღაცნაირად ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინონ, პოლიტიკური ტემპერატურა აწიონ, მაგრამ ამ მიზანს ნამდვილად ვერ აღწევენ, პირიქით შედეგს იღებენ.
ამ ჩანაწერებს რა ეფექტიც უნდოდათ მათ რომ ჰქონოდა, ჩაუვარდათ, ჩაუვარდათ მოსალოდნენლი შედეგი, რასაც თვითონ ელოდნენ. ეს შეიძლება თავიდან, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ რომ დაიდო ჩანაწერები, შეიძლება საზოგადოებაში ამას მოჰყვა კითხვები, მაგრამ იმ კითხვებს პასუხი გაეცა და უკვე ყველა ხვდება, რასთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა კახიანმა.
კომენტარები