NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შსს-მ თბილისში გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ თბილისში გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

21 ოქტ 2018 ახალი ამბები, სამართალი 446 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.გ. დააკავეს. მას ბრალი ედება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვასა და ძალადობაში. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ. მიმდინარე წლის 10 სექტემბერს ერთ-ერთ მოქალაქეს, 1983 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს შეხვდა. მან ლ.კ.-ს, ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის ვალის დაბრუნების მოტივით, თვითნებურად განსაზღვრული თანხის – 70 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მისი და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით დაემუქრა.

აღნიშნული შეხვედრიდან ერთი თვის შემდეგ, 11 ოქტომბერს, გ.გ. კვლავ შეხვდა ლ.კ.-ს, რა დროსაც მას, თანხის გადაუხდელობის გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა მოძალადე გამომძალველი მომხდარიდან რამდენიმე დღეში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის ზღვის უბნის დასახლებაში დააკავეს.

გამოძიება ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისა და ძალადობის ფაქტებზე, სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

გამოძალვა შსს 2018-10-21
სოსო ელისაშვილი
Tags გამოძალვა შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შსს: „ჯაფარიძემ სხვადასხვა პირზე გაასაღა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა“

შემდეგი სტატია

რუსმა სამხედროებმა ლომისის მონასტრის მიმდებარედ ორი პირი გაიტაცეს

მსგავსი სტატიები

რუსთავის, მე-16 საჯარო სკოლაში მოწამლულ მოსწავლეთა რიცხვი გაიზარდა

რუსთავის, მე-16 საჯარო სკოლაში მოწამლულ მოსწავლეთა რიცხვი გაიზარდა

08 თებ 2018

ტრამპი: რუსეთის მიერ ყირიმის მიერთება ობამას ბრალია

08 ნოე 2018

განსხვავება ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის

15 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

    ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

  • ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

    ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

  •  კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

     კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

  • ლილი ფოფხაძე – უკარება

    ლილი ფოფხაძე – უკარება

  • “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

    “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

  • “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

    “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

  • რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

    რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

  • Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

    Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

  • სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაგვიჭირდება

    სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაგვიჭირდება

  • საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

    საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge