NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თიბისი ბანკის მხარდაჭერით EBRD-იმ ვაჭრობის ფინანსირების ფორუმი გამართა

თიბისი ბანკის მხარდაჭერით EBRD-იმ ვაჭრობის ფინანსირების ფორუმი გამართა

19 ოქტ 2018 ახალი ამბები 626 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

18-19 ოქტომბერს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით თბილისმა რიგით მე-7, ვაჭრობის ფინანსირების ფორუმს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 100-მდე ფინანსური ინსტიტუტის და ვაჭრობის ფინანსირების ორგანიზაციის 200-ზე მეტი წარმომადგენელო 40 ქვეყნიდან.

ფორუმის მიზანს ვაჭრობის ფინანსირების სფეროში ტრენდების, გამოწვევების, შესაძლებლობებისა და ინოვაციური პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. ღონისძიებას EBRD-ის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ბრუნო ბალვანერა, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, ასევე, თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკისა და ბაზის ბანკის წარმომადგენლები დაესწრნენ. ფორუმის ერთ-ერთი მხარდამჭერია თიბისი ბანკი. ვაჭრობის ფინანსირების ფორუმს თბილისამდე გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვენამ, ფრანკფურტმა და ლონდონმა უმასპინძლა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა (Trade Facilitation Programme), რომელიც 1999 წელს დაფუძნდა, მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერას იმ ქვეყნებში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტიციებს ახორციელებს.

ამ პროგრამის ფარგლებში, EBRD გასცემს გარანტიებს პარტნიორი ბანკებისთვის ადგილობრივი ექსპორტიორების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების დაფინანსების მხარდასაჭერად.

ევრობანკი ყველაზე მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. საქმიანობის დაწყების დღიდან ბანკმა ამ დროისთვის ქვეყანაში უკვე 220 პროექტზე მეტი დააფინანსა, რისთვისაც 3.2 მილიარდი ევრო გამოყო. EBRD ორიენტირებულია კერძო სექტორის მხარდაჭერაზე, ისევე როგორც – ინვესტირებაზე ენერგო სექტორში, ინფრასტრუქტურაში, ლოჯისტიკაში, ტელეკომუნიკაციებსა და ფინანსურ სექტორში საზღვრებსშორისი ეკონომიკური საქმიანობის მხარდასაჭერად.

კომენტარები

tbc bank 2018-10-19
სოსო ელისაშვილი
Tags tbc bank
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბებიის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შემდეგი სტატია

„ომეგა ჯგუფი“ ფარულ ჩანაწერებზე უცხოეთში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებს ასაჯაროებს

მსგავსი სტატიები

გორში 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

სოსო ელისაშვილი 26 ოქტ 2018
„შემაშფოთებელია, რომ იგი არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ“

„შემაშფოთებელია, რომ იგი არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ“

09 იან 2018
ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი

ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი

29 მარ 2019

უახლესი ამბები

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

  • ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

    ჰაილენდ პარკის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბაკურიანში სასტუმრო გაიხსნება

  • თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

    თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

  • ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

    ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

  • პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

    პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

  • სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

    სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge