NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის გამონათქვამები არის ცინიკური“

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის გამონათქვამები არის ცინიკური“

19 ოქტ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1318 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის გამონათქვამები არის ცინიკური – მცდელობა იმისა, რომ გამართლება მოუძებნოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უკანონო დაკავებების, გატაცებების,ეთნიკური დისკრიმინაციის, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს საოკუპაციო ხაზზე განლაგებული რუსეთის ფედერალური უსაფრთხოებისსამსახურის ე.წ. მესაზღვრეთა მხრიდან. მსგავსი გამონათქვამები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის მორიგ დემონსტრირებას“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი გამონათქვამები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის მორიგ დემონსტრირებას.

„სამწუხაროდ, წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, გაეროს ქარტიას, ჰელსინკის დასკვნით აქტს, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას დასრულად უგულებელყოფს ადამიანის უნივერსალურ უფლებებს. რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის შედეგად, სულ უფრო მეტადმძიმდება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა. შედეგად მკვიდრი მოსახლეობა მოკლებულია საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილებისა და თავიანთ მიწისნაკვეთებზე წვდომის შესაძლებლობას.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯები ცხადყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორების დაშვებისაუცილებლობას.

სიტუაციის დეესკალაციის ერთადერთი წინაპირობაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მხრიდან უკანონო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ასევე ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირისშუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და თავისი სამხედრო ფორმირებების საქართველოს ტერიტორიიდან სრულად გაყვანა“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

კომენტარები

ვლადიმერ კონსტანტინიდი ოკუპაცია რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო 2018-10-19
სოსო ელისაშვილი
Tags ვლადიმერ კონსტანტინიდი ოკუპაცია რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სოციალურ ქსელში წერენ, რომ კლინიკა „კურაციოს“ ახალგახსნილ შენობაში ხალხით სავსე ლიფტი მოწყდა

შემდეგი სტატია

ტექნიკური ინსპექტირების ყალბი ანგარიშების გაცემის ფაქტები საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა

მსგავსი სტატიები

ავთანდილ ხურციძეს ნიუ-იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა

08 სექ 2018
“საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებში წარმოდგენილ რიგ საკითხებს მხარს არ დაუჭერს

“საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებში წარმოდგენილ რიგ საკითხებს მხარს არ დაუჭერს

ირაკლი შალიკაშვილი 02 მარ 2021
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

17 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • აქ. ახლა თიბისის ციფრული ბანკი შენს ხელშია

    აქ. ახლა თიბისის ციფრული ბანკი შენს ხელშია

  • დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

    დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

  • რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

    რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

  • ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

    ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

  • უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

    უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

  • დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

    დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge