ბოლო დროს გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა. თეა წულუკიანის განცხადებით, გამოძიებამ უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი, თუ ვინ გააკეთა ჩანაწერები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და როგორ მოხდა საჯარო სივრცეში.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოძიებამ გასცეს კითხვებს პასუხი, როგორ მოხდა ამ ჩანაწერების გაკეთება ციხის კედლებში, ვინ გააკეთა ეს და როგორ მოხდა ამ ჩანაწერების გატანა და შემდეგ მოხვედრა საჯარო სივრცეში. აი პროცესების ეს ჯაჭვი არის გამოძიების თემა“,-განაცხადა წულუკიანმა.
კომენტარები