ქვეყანაში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის მცდელობისა და პროვოკაციების მომზადების გეგმასთან დაკავშირებით, რომელზეც განცხადება შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა, უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ სიტუაციის დდაძაბვას ცდილობს.
„აშკარად ეტყობა „ნაციონალური მოძრაობის“ საურვილი, დაძაბოს, დესტაბილიზაცია მოახდინოს წინასაარჩევნოდ, შექმნას რაღაც ილუზია რადიკალიზმის, რევოლუციური პროცესის, რაც მათ არცერთ შემთხვევაში არ გამოუვათ და ეს უკვე ცხადზე ცხადია, რომ მათ ეს გეგმები ჩაუვარდათ.
აქცია, რომელიც დაანონსებით 100 ათასი კაცი უნდა ყოფილიყო და თვითონვე წაიღეს ეს ყველაფერი უკან, მიხვდნენ რა, რომ მათ ეს სცენარი არ გამოუვიდოდათ“,-განაცხადა მათიკაშვილმა.
კომენტარები