NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ავტომობილებს, რომლებზეც ტექდათვალიერების ყალბი დოკუმენტები გაიცა, შემოწმების გავლა თავიდან მოუწევთ

ავტომობილებს, რომლებზეც ტექდათვალიერების ყალბი დოკუმენტები გაიცა, შემოწმების გავლა თავიდან მოუწევთ

19 ოქტ 2018 ახალი ამბები 194 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ავტომობილებს, რომლებზეც ტექნიკური ინსპექტირების ყალბი დოკუმენტები გაიცა, შესაბამისი შემოწმების გავლა თავიდან მოუწევთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს.

საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, რომ ტექნიკური ინსპექტირების ხელახლა გავლის ვალდებულება აღნიშნულ ავტომობილებს ექსპერტიზების დასრულების შემდეგ ექნებათ, რომელიც საგამოძიებო სამსახურს აქვს დანიშნული.

„ჯერჯერობით მიმდინარეობს ექსპერტიზები. ამ ექსპერტიზების დასრულების შემდგომ სავარაუდოდ, თავიდან მოხდება იმ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, რომლებზეც ყალბი დოკუმენტები გაიცა“, – განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

რამდენი ყალბი დოკუმენტია გაცემული და დაეკისრება თუ არა საჯარიმო სანქციები მძღოლებს ყალბი დოკუმენტის აღებისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში არ აკონკრეტებენ.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ყალბი ანგარიშების გაცემის ფაქტები გამოავლინა.

უწყების ცნობით, თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, გამოვლინდა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი, რომლის თანამშრომლები როგორც მუნიციპალური, ასევე, კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ.

მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები

ავტომობილები 2018-10-19
სოსო ელისაშვილი
Tags ავტომობილები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ გასცეს კითხვებს პასუხი, როგორ მოხდა ამ ჩანაწერების გაკეთება ციხის კედლებში და როგორ მოხდა ამ ჩანაწერების გატანა

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში ღია კარის დღე გაიმართა

მსგავსი სტატიები

თარხან ბათირაშვილის ცოლი და ორი შვილი სტამბოლში დააკავეს

თარხან ბათირაშვილის ცოლი და ორი შვილი სტამბოლში დააკავეს

20 ივლ 2018

პატარა მოედანზე დასახული დიდი სამომავლო წარმატებები (სამოტივაციო ვიდეორგოლი)

19 ოქტ 2017

„ახლა უნდათ ნარმანიას ჩამოკიდონ ამ ქალაქში მომხდარი ყველა ცოდვა “

07 ნოე 2017

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • პარტია „ლელო“ 22 დეკემბერს დაფუძნდება

    პარტია „ლელო“ 22 დეკემბერს დაფუძნდება

  • ნინო ბურჯანაძე: … აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს

    ნინო ბურჯანაძე: … აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს

  • ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

    ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

  • ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

    ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

  • რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

    რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

  • ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

    ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

  • ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

    ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

  • ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

    ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

  • ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

    ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

მოგვიწონეთ!

თბილისი
8°
overcast clouds
humidity: 51%
wind: 2m/s WSW
H 9 • L 9
11°
Mon
8°
Tue
9°
Wed
Weather from OpenWeatherMap
Copyright 2019, News.ge
Create by News.ge