NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისის მერმა საზოგადოებას ავტობუსების ფერის შერჩევის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა

თბილისის მერმა საზოგადოებას ავტობუსების ფერის შერჩევის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა

18 ოქტ 2018 ახალი ამბები 319 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერი კახა კალაძე პოლონეთში, კომპანია MAN-ის ქარხანაში იმყოფებოდა, სადაც ავტობუსების აწყობა-წარმოება ხდება. დედაქალაქის მოსახლეობას აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული, დიზელზე მომუშავე 90 ერთეული ავტობუსი რამდენიმე თვეში მოემსახურება. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მომავალი წლის ბოლომდე დედაქალაქის მერია დაახლოებით, 550 ერთეული ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 2019 წლის ბოლოსთვის ვაპირებთ, ე.წ. ყვითელი ავტობუსების პარკი ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსებით სრულად ჩავანაცვლოთ. ე.წ. ყვითელი ავტობუსები ეკოლოგიური თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენს. ასევე, ამ ავტობუსებით გადაადგილება მგზავრებისთვის დისკომფორტია. 90 ავტობუსი, რომელიც თბილისში რამდენიმე თვეში შემოვა, საკმარისი არ არის. ამიტომ, გვინდა, 2019 წლის ბოლომდე დაახლოებით, 500-550 ერთეული ავტობუსი შემოვიყვანოთ, რომელიც სხვადასხვა ზომის – რვა-ათი და 12-მეტრიანი (CNG–ძრავით (ბუნებრივი აირი), დიზელზე მომუშავე (ევრო–6), ასევე, ელექტროავტობუსები) იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა MAN-ის ავტოპარკი დაათვალიერა და საზოგადოებას ავტობუსების ფერის შერჩევის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა. სავარაუდო ფერად მწვანე და თეთრის კომბინაცია დასახელდა.

კომენტარები

კახა კალაძე 2018-10-18
სოსო ელისაშვილი
Tags კახა კალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისში ტაქსების პარკირების ადგილების დახაზვა დაიწყო

შემდეგი სტატია

ადვოკატი: გამომძიებელმა დაავალა კობაურს, დანაშაულის ადგილზე მოეძებნა ბავშვის გვამი

მსგავსი სტატიები

ელექტრომომარაგება 20 ივნისს დროებით შეიზღუდება

ელექტრომომარაგება 20 ივნისს დროებით შეიზღუდება

19 ივნ 2018
„მიმდინარე წელს ტურიზმი ეკონომიკაში 2.8 მილიარდამდე აშშ დოლარის შემოდინებას დააგენერირებს“

„მიმდინარე წელს ტურიზმი ეკონომიკაში 2.8 მილიარდამდე აშშ დოლარის შემოდინებას დააგენერირებს“

03 ნოე 2017

ეკა ბესელია: საბოლოოდ შევთანხმდით ყველა, რომ ცვლილებები, რომელიც ეხება მარიხუანას მოხმარების აკრძალვას საჯარო სივრცეში და მათ შორის, ამკაცრებს სისხლის სამართლის კუთხით პასუხისმგებლობას, საჭიროა

19 სექ 2018

უახლესი ამბები

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

  •  მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება

     მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება

  • ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

    ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

  • პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

    პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge