„მირზა, ჩემო მეგობარო, შენ მორალურად გჭირდება მხნეობა, იმიტომ, რომ რასაც შენ გიკეთებს დღეს პრესა. ტელევიზია, მაუწყებლობა და ვითომ „შენიანები“, ეს არის ყველაზე ცუდი სამსახური. შენ ხარ სვანი, ციხეს ორი კარი აქვს, საიდანაც შეხვედი იმავე კარიდან გამოხვალ, შენ ოჯახს სჭირდები, შენი შვილები არსად არ უნდა წავიდნენ, საქართველოში უნდა დარჩნენ, შენ ღირსეული ნაბიჯი გადადგი, -ასე მიმართა „ძლიერი ქალი – ძლიერი სახელმწიფოს“ დამფუძნებელმა ლალი მოროშკინამ მირზა სუბელიას „ტვ პირველის“ ეთერიდან. მოროშკინა მიიჩნევს, რომ გავრცელებული ჩანაწერებით „მირზა სუბელიანის ფსიქიკას ურყევენ იმისთვის, რომ რაღაც მაინც წამოაცდენინონ და ათქმევინონ“.
„არსებობს სვანური ე.წ. ეთიკა და მორალი, რომელსაც მე ჩემი მხრივ ძალიან დიდ პატივს ვცემ. მე გამოვრიცხავ, რომ მირზას აქვს რაიმე სახის კომპრომატი, მირზას რომ რამე ჰქონოდა და ამაზე წამსვლელი ყოფილიყო, ამას ჩვენ დღეს არ მოვისმენდით წინასაარჩევნოდ. მირზას იმიტომ არ აქვს, რომ არ აგროვებდა კომპრომატებს, იმიტომ რომ მისთვის, როგორც სვანისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახური პრინციპი, სვანური პრინციპი.
მირზა სუბელიანი სვანი, ვიქტორ ჯაფარიძე სვანი და მათი ძალიან ახლო, ოჯახის წევრი გიო, რომელიც ფიგურირებს ამ ჩანაწერებში, ეს არის აწ გარდაცვლილი, ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი ავალიანი. მე მას ძალიან კარგად ვიცნობდი, სასჯელაღსრულების სისტემაში ვურთიერთობდი როგორც კანონიერ ქურდებთან, ასევე ყოფილ პოლიციელებთან, ეს იყო ჩემი პირდაპირი მოვალეობა, სვანები არასდროს არ არღვევენ მთავარ პრინციპს.
მირზა სუბელიანი, რომელიც გაიზარდა გიორგი ავალიანთან ერთად, მან ვერასდროს ვერ კრა მას ხელი, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ხაზზე იდგნენ, სხვადასხვა მორალი ჰქონდათ, ერთი იყო „პაგონიანი“ და მეორე შავი სამყროს წარმომადგენელი, მაგრამ მათ ყველას აერთიანებთ მთა, პრინციპი, სხვანაირი ვაჟკაცური სული. მე ზუსტად ვიცი, რომ მირზა არასდროს არ წავა ამ ყველაფერზე.
მე ვფიქრობ, რომ ამ ჩანაწერებით მირზას ფსიქიკას ურყევენ იმისთვის, რომ რაღაც მაინც წამოაცდენინონ და ათქმევინონ“,-განაცხადა მოროშკინამ.
კომენტარები