NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»იუსტიციის მინისტრი ახალქალაქში რიგით მეოცე იუსტიციის სახლს გახსნის

იუსტიციის მინისტრი ახალქალაქში რიგით მეოცე იუსტიციის სახლს გახსნის

18 ოქტ 2018 ახალი ამბები 362 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ახალქალაქში რიგით მე-20 იუსტიციის სახლი იხსნება. საზეიმო ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის. იუსტიციის სახლის გახსნას დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ასევე, ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

სტუმრებს შორის იქნება სომხეთის იუსტიციის მინისტრი, რომელიც ღონისძიებაზე თეა წულუკიანმა პირადად მოიწვია, რათა უკეთ გასცნობოდა საქართველოში სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგებს.

ახალქალაქის იუსტიციის სახლი ბორჯომისა და ახალციხის შემდეგ რიგით მესამეა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში შეძლებს. იუსტიციის სახლთან ერთად ახალქალაქში ქორწინების სახლიც გაიხსნება. ამ დრომდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. წყვილებს შეეძლოთ, მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალქალაქის ფილიალისთვის მიემართათ, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე მიმდინარეობდა. ამიერიდან ნებისმიერ წყვილს ექნება საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს ახალქალაქის მაღალი სტანდარტის დიზაინით მოწყობილ ქორწინების სახლში, სადაც მათ სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით მოწყობილი სივრცე დახვდებათ.

კომენტარები

იუსტიციის მინისტრი 2018-10-18
სოსო ელისაშვილი
Tags იუსტიციის მინისტრი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედია მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

„სააკაშვილს ჰქონდა აგენტურული ზედმეტი სახელი „რავალიაკი““

მსგავსი სტატიები

„მედიას თავს ახვევენ გაურკვეველ ფორმატს, აბსოლუტურ აჯაფსანდალს“

06 ოქტ 2017
„ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ისაუბროს ომზე“

„ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ისაუბროს ომზე“

სოსო ელისაშვილი 22 ოქტ 2018
სოფელ ართანას არსებულ ტყის მასივში ცეცხლის კერები ფაქტობრივად ლოკალიზებულია

სოფელ ართანას არსებულ ტყის მასივში ცეცხლის კერები ფაქტობრივად ლოკალიზებულია

07 სექ 2017

უახლესი ამბები

  • გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

    გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

  • ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

    ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

  • მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

    მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

  • ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

    ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

  • დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

    დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

  • არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

    არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები კი გათავისუფლებული

    „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები კი გათავისუფლებული

  • როგორი დრო დადგა, “ოცნება” თავის ყოფილ წევრებს ეხვეწება, პარლამენტიდან გადით და “ნაციონალებს” ეხვეწება, შემოდითო

    როგორი დრო დადგა, “ოცნება” თავის ყოფილ წევრებს ეხვეწება, პარლამენტიდან გადით და “ნაციონალებს” ეხვეწება, შემოდითო

  • საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

    საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

  • თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს

    თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge