17 ოქტომბერს „განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ დაფუძნების ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას განათლების საერთაშორისო ცენტრის 2018 წლის კურსდამთავრებულები და ცენტრის სხვადასხვა სასწავლო სასტიპენდიო პროგრამების ბენეფიციარები დაესწრნენ. ასოციაციის დამფუძნებლებმა ცენტრის სხვა კურსდამთავრებულებს ასოციაციის წესდება, მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ეს ახალგაზრდები, ჩვენი ქვეყნის „ოქროს ფონდს“ წარმოადგენენ და ისინი აქტიურად ჩაერთვებიან ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში. შედგა ასოციაციის „მრჩეველთა საბჭოს“ წევრების წარდგენაც და დაფუძნების დოკუმენტზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია.
მრჩეველთა საბჭოს წევრები გახდნენ სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: მიხეილ ბატიაშვილი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი; მაია ცქიტიშვილი – ვიცე პრემიერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; მიხეილ ჩხენკელი – პრემიერ მინისტრის მრჩეველი განათლებისა საკითხებში; ლევან დავითაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; ნინო ჭელიძე – განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი; ნინო ზამბახიძე – ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე; საბა ბუაძე – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანტიკორუფციული.
კომენტარები