ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ახალ აუდიოჩანაწერებს, რომელშიც სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის გვარია ნახსენები, თავად კახი კახიშვილი გამეოხმაურა. კახიშვილის განცხადებით, ის არ შეხვედრია მირზა სუბელიანს და არავითარ პრივილეგიებზე არ უსაუბრია. მისი თქმით, წინასწარი პატიმრობა ძალიან მძიმე და სტრესული მდგომარეობაა და არ გამორიცხავს, რომ სუბელიანი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.
„ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა. როდესაც ბატონი მირზა სუბელიანი დააკავეს, მაშინ წყდებოდა მისი განთავსების საკითხი, რა თქმა უნდა, მე გახლდით მინისტრი და მე შემითანხმეს, რომელ დაწესებულებაში უნდა განთავსებულიყო. იყო საუბარი მეცხრე ან მერვე დაწესებულებაზე, თავიდან განთავსდა მეცხრეში, შემდეგ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მისივე სურვილით, გადავიდა მერვე დაწესებულებში, ვიზუალური მეთვალყურეობის პირობებში, იქაც აღნიშნავს, რომ არ იყო კმაყოფილი ვიზუალური მეთვალყურეობის პირობების გამო, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ წინასწარი პატიმრობა არის სტრესი ყველა პატიმრის და, რა თქმა უნდა, ყველა პატიმარი, რომელიც არის წინასწარი პატიმრობის პირობებში, ცდილობს და იმედი აქვს, რომ გათავისუფლდეს“,-განაცხადა კახიშვილმა.
კომენტარები