NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სასამართლო ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებული გიორგი მერებაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფრდებაზე მსჯელობს

სასამართლო ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებული გიორგი მერებაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფრდებაზე მსჯელობს

17 ოქტ 2018 ახალი ამბები, სამართალი 676 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის გიორგი მერებაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფრდებაზე მსჯელობენ. ადვოკატ კახა ხვისტანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მისივე თქმით, საქმეში მერებაშვისლის წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.

როგორც კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის რევაზ შიუკაშვილის ადვოკატის ქეთი მირიანაშვილის განცხადებით, საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება აუდიოჩანაწერია, რომლის ავთენტურობასაც დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებს.

„ამ საქმეზე არ ყოფილა დაკითხული აქამდე რევაზ შიუკაშვილი და რა თქმა უნდა, გაუკვირდა ამ საქმის ფარგლებში ბრალი რომ წარუდგინეს. გუშინ გადმოგვეცა საქმის მასალები. საკმაოდ მოცულობითია და დეტალურად არ ვარ გაცნობილი ბოლომდე. ძირითადი მტკიცებულება არის აუდიოჩანაწერი, თუმცა მისი ავთენტურობა დგას ეჭვქვეშ. ზოგადად დანაშაულის მომზადებისთვის საჭიროა გარკვეული ქმედებების განხორციელება, რომელიც საქმის მასალების გაცნობიდან ჯერჯერობით ვერ დავინახეთ”, – განაცხადა ქეთი მირიანაშვილმა.

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს აქვთ წაყენებული. რევაზ შიუკაშვილის ადვოკატის თქმით, ამ საქმეზე ბრალის წაყენება შიუკაშვილისთვის მოულოდნელი იყო, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ საქმეზე პროკურატურას არც კი დაუკითხავს.

სამი ბრალდებულიდან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მხოლოდ მერებაშვილი დააკავეს.

რაც შეეხება დანარჩენ ორ ბრალდებულს, ლევან ქარდავას და რევაზ შიუკაშვილს სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, უკვე თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.

 

კომენტარები

ბადრი პატარკაციშვილი გიორგი მერებაშვილი ლევან ქარდავა რევაზ შიუკაშვილი 2018-10-17
სოსო ელისაშვილი
Tags ბადრი პატარკაციშვილი გიორგი მერებაშვილი ლევან ქარდავა რევაზ შიუკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პროკურატურა „მასტერასა“ და პატარკაციშვილის დაცვის წევრის სატელეფონო ჩანაწერს ავრცელებს

შემდეგი სტატია

პროკურატურა ე.წ. მოდულის შენობაში გამართული თათბირის აუდიოჩანაწერსაც ავრცელებს

მსგავსი სტატიები

მუმბაიში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა

29 დეკ 2017
ჯაფარიძე: 30 მაისს ცნობილი გახდება, იქნება თუ არა მარიხუანა სრულად ლეგალური

ჯაფარიძე: 30 მაისს ცნობილი გახდება, იქნება თუ არა მარიხუანა სრულად ლეგალური

21 მაი 2018
თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა

თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა

06 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

    თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

  • “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

    “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

  • ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

    ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

  • ლევან ფერაძე: მივმართავ ყველა პატრიოტს, მიშას მდგომარეობა უმძიმესია…  #გადაარჩინემიშა

    ლევან ფერაძე: მივმართავ ყველა პატრიოტს, მიშას მდგომარეობა უმძიმესია… #გადაარჩინემიშა

  • სომხეთში დემონსტრანტებმა, რომლებიც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

    სომხეთში დემონსტრანტებმა, რომლებიც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

  • „რუსი დედები შვილების დაღუპვას უკრაინაში პუტინს 5 მილიონ რუბლად პატიობენ“ (ვიდეო)

    „რუსი დედები შვილების დაღუპვას უკრაინაში პუტინს 5 მილიონ რუბლად პატიობენ“ (ვიდეო)

  • მოროშკინა ზელენსკიზე: ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესო პერსონაჟია

    მოროშკინა ზელენსკიზე: ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესო პერსონაჟია

  • კობახიძე: ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის გადაყვანის საფუძველი

    კობახიძე: ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის გადაყვანის საფუძველი

  • მიხეილ სააკაშვილი: ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, მაქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუსხვევა, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, მიჭირს გადაადგილება

    მიხეილ სააკაშვილი: ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, მაქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუსხვევა, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, მიჭირს გადაადგილება

  • სალომე სამადაშვილი: ბუჩაში გაუპატიურებული ქალები და ბავშვები პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არ იმსახურებენ? სარკეში როგორ უყურებთ საკუთარ თავს დილას?

    სალომე სამადაშვილი: ბუჩაში გაუპატიურებული ქალები და ბავშვები პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არ იმსახურებენ? სარკეში როგორ უყურებთ საკუთარ თავს დილას?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge