პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კანონი არ დარღვეულა იმით, რომ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანის მოსანახულებლად სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში კვირა დღეს შევიდა. რაც შეეხება შეკითხვას, რატომ არ დაინტერესდა ჯაფარიძის მიერ სუბელიანთან შესვლის მიზეზით, ირაკლი კობახიძის თქმით, „ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე კითხვებს არ სვამს“.
„ხუთი ბრძანებაა გაცემული, ხუთივე მოხდა რეგლამენტის შესაბამისად. რაც შეეხება იმას, რისთვის სურდა ჯაფარიძეს სუბელიანთან საპატიმროში შესვლა, ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე კითხვებს არ სვამს. როდესაც დეპუტატები მიმართავენ პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარე ამოწმებს მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებს, ამის შემდეგ გაიცემა შესაბამისი ნებართვა“, – განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები