„ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერები ხელისუფლებას ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილემ ამიერან მესხელმა მიაწოდა.
„ყველაფერი ძალიან მარტივია: ჩანაწერები, რომელიც დღეს ბადრის საქმეზე მთავარმა პროკურატურამ შემოგვთავაზა, ამირან მესხელის არქივიდანაა! ის იწერდა კუდის თათბირებს, მასალები ქვეყნიდან გატანილი აქვს, გარიგებულია ქოცებთან და პერიოდულად, როცა გაუჭირდებათ ეხმარება! სანაცვლოდ, მშვიდად ცხოვრობს ესპანეთში, არც კი ეძებენ!“ – წერს კილაძე.
კომენტარები