დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს აკრძალულ ადგილებში გაკრული საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა დაავალა. კალაძის თქმით, „სულელური პლაკატები“ ქალაქში მნიშვნელოვან ადგილებს ამახინჯებს.
„თბილისში არის ადგილები, სადაც საარჩევნო პლაკატები არის გაკრული ისტორიულ ძეგლებზე, მეტროს ჩასასვლელებზე და ბევრ ისეთ ადგილას, რაც უხერხულობას ქმნის. მე მესმის, რომ არჩევნებია, მაგრამ ქალაქი ხომ ყველას გვიყვარს?! გული შეგვტკივა მასზე და არ უნდა გამოვიდეთ მარტო ჩვენი ვიწროპარტიული ინტერესებიდან. ამიტომ მინდა „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს ლევან ჯღარკავას დავავალო, რომ დღესვე დაიწყოთ დასუფთავება და გარეცხვა ამ კონკრეტული ადგილების. არის გამოყოფილი ადგილები, სადაც მათ აქვთ უფლება განათავსონ პლაკატები და არა ისეთ ადგილებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და ამახინჯებენ ამ სულელური პლაკატებით. დღესვე იმოქმედეთ“, – მიმართა კალაძემ ლევან ჯღარკავას.
კომენტარები