ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა მიიჩნევს, რომ პროკურატურა მისი შვილისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების სხვა, გახმაურებული სქმეებით ცდილობს გადაფარვას. ამის შესახებ ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„ჰეიიიი აქეთ მამხედეთ ნაძირლების ხროვავ. კალანდია და მენაბდე გარეთ დასეირნობენ, დროზე მიხედეთ მკვლელებს თქვე მართლა მკვლელებო. ნუ ცდილობთ რაღაც რაღაცებით ჩემი შვილის და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას. არ გეგონოთ თავს დავანებებთ და სახლებში წავალთ. სახლში სადაც ჩვენი შვილები აღარ არიან. ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს“,-წერს სარალიძე.
კომენტარები