NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ეკა ბესელია პატარკაციშვილის საქმეზე – როცა გამოძიება მტკიცებულებებს მოიპოვებს, არავის აქვს უფლება, ის შემოინახოს და კალენდარს დაელოდოს

ეკა ბესელია პატარკაციშვილის საქმეზე – როცა გამოძიება მტკიცებულებებს მოიპოვებს, არავის აქვს უფლება, ის შემოინახოს და კალენდარს დაელოდოს

17 ოქტ 2018 ახალი ამბები 305 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

როცა გამოძიება მტკიცებულებებს მოიპოვებს, არავის აქვს უფლება, მტკიცებულებები შემოინახოს და კალენდარს დაელოდოს – საუბარია ისეთ მძიმე დანაშაულზე, რაც არც ერთმა პოლიტიკურმა კალენდარმა არ უნდა გააჩეროს, – ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ბადრი პატარკაციშვილის საქმის გახსნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

“მახსოვს, როცა 2007 წელს პოლიტიკური დაძაბულობა პიკს აღწევდა. მახსოვს იმ პერიოდში ბადრი პატარკაციშვილის როლი და ძალიან სახიფათო ინფორმაციები, რაც მაშინ ვრცელდებოდა. გასაკვირი და გასაოცარი არაფერია იმაში, რომ ასეთი ფაქტი შეიძლება მომხდარიყო. შთაბეჭდილება მხოლოდ ამ ჩანაწერებითა და საუბრით არ მექმნება. ჩვენ მაშინაც მოგვდიოდა ინფორმაციები, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა მზადდებოდა და ამის თაობაზე საჯარო განცხადებებიც კეთდებოდა. ამ ფაქტში უშუალოდ ვინ არის მხილებული და ვის რა როლი მიუძღვის, ამას გამოძიება იტყვის. როცა საუბარია, რომ შესაძლოა ბრალდებულ პირებს შორის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი იყოს, ამაზე უფრო მძიმე არაფერია. ჩვენ რომ “მასტერას“ პერიოდში ვცხოვრობდით და ქვეყნის სათავეში მართლაც მკვლელები იყვნენ, ეს ახალი ამბავი არ არის. საქმის გახსნას ზუსტად იმდენი წელი დასჭირდა, რამდენიც საჭირო იყო მტკიცებულებების მოპოვებისთვის. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ყველა დანაშაული, რაც კი ჩადენილია, ბოლომდე არის მისაყვანი და ყველა ბრალეული პირი არის გამოსააშკარავებელი, რადგან როგორც ჩანს, ამის გარეშე ქვეყანაში ვითარება ვერ მშვიდდება და უსამართლობის და დაუსჯელობის განცდა რჩება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

ეკა ბესელია 2018-10-17
სოსო ელისაშვილი
Tags ეკა ბესელია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„გამოძიება უნდა დაიწყოს, ხდება თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფარული მიყურადება პატიმრის და მესამე პირების საუბრის“

შემდეგი სტატია

ქერჩში ტერაქტი სავარაუდოდ 22 წლის სტუდენტმა მოაწყო

მსგავსი სტატიები

ნიკა მელია: დავით კეზერაშვილმა ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით იშოვა ფული

11 სექ 2017
გენერალი ნიკოლსონი: რუსეთი „თალიბანს“ აიარაღებს

გენერალი ნიკოლსონი: რუსეთი „თალიბანს“ აიარაღებს

სოსო ელისაშვილი 23 მარ 2018
მარიამ ჯაში: მიმდინარე პროცესები ხელს შეუწყობს სწორად დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის შემუშავების პროცესის ბოლომდე მიყვანას

მარიამ ჯაში: მიმდინარე პროცესები ხელს შეუწყობს სწორად დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის შემუშავების პროცესის ბოლომდე მიყვანას

14 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

    ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

  • ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა კი რიგგარეშე არჩევნებია

    ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა კი რიგგარეშე არჩევნებია

  • ახლა ჩაატარეთ ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია!

    ახლა ჩაატარეთ ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია!

  • დროებითი საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა – არჩევნების შედეგების შემსწავლელი ჯგუფი მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება

    დროებითი საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა – არჩევნების შედეგების შემსწავლელი ჯგუფი მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო  შეხვედრები იწყება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო შეხვედრები იწყება

  • ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების – რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

    ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების – რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

  • “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

    “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

  • საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

    საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

  • ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

    ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

  • ლილი ფოფხაძე: მამა

    ლილი ფოფხაძე: მამა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge