სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებსა და ოპოზიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ხმაური კასპში მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებმა სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრაზე დასწრება ითხოვეს. მათ ამის უფლება საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერებმა არ მისცეს, რასაც შეხლა-შემოხლა და ხმაური მოჰყვა.
ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი, რომელმაც ოპოზიცია ევროპული სტილის წინასაარჩევნო გარემოს ჩაშლასა და პროვოკაციაში დაადანაშაულა.
„მშვიდობიანი ევროპული საარჩევნო გარემოს შექმნა და ჩვენ ამ პრინციპს დავიცავთ და არც ერთ პარტიას არ მივცემთ იმის უფლებას რომ ასეთი პროვოკაციების ფონზე, რასაც დღეს ჰქონდა ადგილი, სცადონ მათ ამ წინასაარჩევნო გარემოს გადაყვანა,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კომენტარები