NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»იაპონიაში გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გამართვა იგეგმება

იაპონიაში გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გამართვა იგეგმება

16 ოქტ 2018 ახალი ამბები 721 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე იაპონიის სახელმწიფოს ღვინის საკონსულტაციო კომპანიის „AC Asia“ და SONY-ისსაგამოფენო ცენტრის „Warehouse TERRADA“ ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა  იაპონიის სახელმწიფოში„Warehouse TERRADA“-ს საგამოფენო ცენტრში ექსპოზიციის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ მოწყობის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

ნოდარ კერესელიძემ შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა ქართული ღვინის უძველესი ისტორიის და ვაზის ენდემური ჯიშების სიმრავლის შესახებ და სტუმრების ყურადღება საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში Cité des Civilisations Du Vin, გამართულ გამოფენაზე „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“გაამახვილა.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, იაპონიის სახელმწიფო საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და ღვინის ექსპორტის ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ 2018 წელს, სუმოს ისტორიაში პირველად, ქართველი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. ნოდარ კერესელიძის განცხადებით, ლევან გორგაძის გამარჯვებასაქართველოს მიმართ იაპონელი ხალხის ინტერესს კიდევ უფრო ზრდის და არაერთი მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.

„ჩვენ ვაფასებთ თქვენს უძველეს კულტურას, მოხარული ვართ, რომ  საერთო ღონისძიების ფარგლებში, იაპონიაში გვექნება ქართული ღვინის და საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის, ცნობადობის ამაღლებისშესაძლებლობა. გვინდა, რომ აღნიშნული ღონისძიება შემდგომი წარმატებული ურთიერთობების დასაწყისი იყოს“, – განაცხადა შიმეონ სატომ, ღვინის საკონსულტაციო კომპანია „AC Asia“ წარმომადგენელმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და ასოციაციის „ქართული ღვინო” აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი ესწრებოდნენ.

კომენტარები

იაპონია 2018-10-16
სოსო ელისაშვილი
Tags იაპონია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი გახარია რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

შემდეგი სტატია

„ეს არის პროკურატურის „ცირკაჩობა“ და მეტი არაფერი“

მსგავსი სტატიები

„ამერიკელები არ გაახაროთ, დაღუპულთა რეალური რიცხვი არ მოითხოვოთ“

„ამერიკელები არ გაახაროთ, დაღუპულთა რეალური რიცხვი არ მოითხოვოთ“

სოსო ელისაშვილი 28 მარ 2018
ტექნოპარკს NASA-ს მეცნიერები ეწვივნენ

ტექნოპარკს NASA-ს მეცნიერები ეწვივნენ

25 სექ 2017

„ვადაგასული ფრანგული სუნამოსავით რომ ასხამენ იმ სიბინძურეს, რამაც ამოხეთქა „ქართული ოცნების“ წიაღიდან“

სოსო ელისაშვილი 15 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს  აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს აშენებს

  • Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

    Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო

  • უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

    უჯარმაში, სარწყავ არხში დაკარგული ძმები გარდაცვლილები იპოვეს

  • კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

    კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

  • ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

    ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

  • ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

    ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

  • ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

    ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

  • უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

    უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

  • 3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

    3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge