NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„სწორედ მათი ხმები ააცილებს ქვეყანას ნაცურ რევანშსაც და ქოცურ ქაოსსაც!“

„სწორედ მათი ხმები ააცილებს ქვეყანას ნაცურ რევანშსაც და ქოცურ ქაოსსაც!“

15 ოქტ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 913 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ კადრებს „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მირზა სუბელიანის მონათხრობი, სამწუხაროდ, არ გამკვირვებია და ადვილად ვირწმუნე „აუთენტურობაზე სამხარაულის დასკვნის“ გარეშეც… დიახ, სისტემა აქეთ მიექანებოდა!

„რადგან უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფენ, ჯობია, იქ გაწყდეს, სადაც წვრილია“ – ამ სათაურით ვწერდი წერილს ბიძინა ივანიშვილს 3 წლის წინ, როდესაც „ძალოვნებმა“ მორიგი შტურმი მოიტანეს ჩემზე. ჰოდა, მალე „წვრილიც გაწყდა“ და „კატებმაც“ ბოლომდე აიშვეს…

ამ სიმწრის სტრიქონებს 2012 წლის გულანთებული „ოცნებელების“ უდიდესი უმრავლესობისთვის ვაქვეყნებ, ვინც მასში საკუთარ თავგადასავალსაც ამოიცნობს და ვისი ხმაც ასევე „კატების ყეფამ“ ჩაახშო. ჩაახშო, მაგრამ ვერ გააქრო და სწორედ მათი ხმები ააცილებს ქვეყანას ნაცურ რევანშსაც და ქოცურ ქაოსსაც!

 

**********

„რადგან უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფენ, ჯობია, იქ გაწყდეს, სადაც წვრილია

18 სექტემბერი, 2015

თქვენ მე საქვეყნო საქმის საკეთებლად დამიძახეთ და მე თქვენ საქვეყნო საქმის კეთებაში გამოგყევით. მე თქვენი ვირწმუნე და თქვენთან პატიოსანი და უღალატო საქმიანი ურთიერთობებისთვის განვეწყვე. მიუხედავად მრავალი პრობლემისა, მათ შორის, ადამიანურად რთულად გადასატანი ბრალდებებისა და უნდობლობისა, ეს განწყობა არ შემიცვლია.

ბოლო 4 წელია ნემსის ყუნწში ვძვრები იმისათვის, რომ თუკი რამე შემიძლია და თუკი რამე ვიცი, თქვენთან ერთად იმ საქმეს მოვახმარო, რასაც მთელი შეგნებული სიცოცხლე ვემსახურები. ამ საქმეს, არც მეტი, არც ნაკლები, ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის უფსკრულიდან ამოსვლა და თავისუფალ სამყაროსთან ზიარება ჰქვია. ამისათვის მიწევს უამრავი მსხვერპლის გაღება, პირადულიც, ოჯახურიც, პარტიულიც, კოალიციურიც. ამისათვის ამიტანია და კვლავაც ავიტან უამრავ რამეს, მათ შორის, თავმოყვარეობის ხარჯზეც. მაგრამ მეც მაქვს ზღვარი…

ამასობაში, კოალიცია და ქვეყანა წალეკა არაკომპეტენტურობამ, უღირებულებობამ, უსისტემობამ, არაორგანიზებულობამ, მაამებლობამ, კანონის იგნორირებამ.

სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდაუვალია რაღაც საკითხების ცოტა „სხვაგვარად მოგვარება“. მაგრამ ბევრი ჩვენი ასეთი ქმედება არა თუ „თეთრი ძაფითაა“ უკვე ნაკერი, რომელიც ადვილად შეიძლება შეამჩნიოს ვინმემ, არამედ „წითელი ძაფითაა“ ნაკერი, რომლის ვერ შეჩნევაც შეუძლებელია. სწორედ ასეთი სახე მიიღო, მაგალითად, უგულავას საქმემ.

და დღეს უკვე უგულავას ეპოპეის, ისევე, როგორც სხვა მრავალი უბედურების, შემომქმედები აქეთ იშვერენ ხელს, მე მაქვს მათთან თავი სამართლებელი და, შესაძლოა, თქვენ ვეღარ მოახერხოთ მათთან ჩემი დაცვა? იმ მთავარ პროკურორთან უნდა ვიმართლო თავი, რომელიც პრემიერს არწმუნებდა, რომ ერთი მოსამართლის უცხოეთში ყოფნის გამო ერთი კვირით შეიძლებოდა საქმის განხილვის გადადება? იმ მინისტრთან უნდა ვიმართლო თავი, რომელიც გარწმუნებდათ, რომ „მაცნეში“ გამოქვეყნებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ვერ შევიდოდა? იმ ხალხთან მაქვს რამე დასამტკიცებელი, ვინც „ავადმყოფი ტურავას“ ხელმოწერის არ დასმით ცდილობდა გაფუჭებული საქმის გამოსწორებას? ქვეყნის იმ „აღმაშენებლებს“ უნდა დავუმტკიცო ჩემი მოკრძალებული საჭიროება კოალიციაში, ვინც წელიწად-ნახევარში უგულავას განაჩენი ვერ უზრუნველყო და „უგულავები“ წამებულის შარავანდედით შემოსა? იმ ზონდერ-მოსამართლეებთან მაქვს ჩემი სარგებლიანობა დასამტკიცებელი, რომლებიც დღესაც სათავისოდ აკონტროლებენ სასამართლოს და ნაღმებზე გვსვამენ? მე პირადი და პარტიული ინტერესების გამო ვანგრევ სახელმწიფოს და ისინი აშენებენ, ვინც თქვენთვის საამებლად და სკამის შესანარჩუნებლად ყველაფერზე არიან წამსვლელები?

კი ბატონო. იყოს ეს საქმე სიმბოლურიც და გადამწყვეტიც. სიცხადე და გარკვეულობა თქვენც გჭირდებაც და მეც. რაც მთავარია, საქმეს სჭირდება სიცხადე. მივიღოთ გადაწყვეტილებები – ერთად თუ ცალკ-ცალკე“, – წერს უსუფაშვილი.

კომენტარები

დავით უსუფაშვილი შენების მოძრაობა 2018-10-15
სოსო ელისაშვილი
Tags დავით უსუფაშვილი შენების მოძრაობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადა ევრონიუსის ეთერშია

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკის სახელფასო გათამაშების პირველი გამარჯვებულები გამოვლინდნენ

მსგავსი სტატიები

შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 7-12 მაისს, ვიზიტით მალტისა და იტალიის რესპუბლიკებს ეწვევა

შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 7-12 მაისს, ვიზიტით მალტისა და იტალიის რესპუბლიკებს ეწვევა

ნინო ჩხეიძე 07 მაი 2023
ოქტომბერში არჩევნები გაქვთ – როგორც მესმის, ეს იქნება ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ ეროვნული რეფერენდუმის მსგავსი, ასეთი რამ არსად მინახავს

ოქტომბერში არჩევნები გაქვთ – როგორც მესმის, ეს იქნება ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ ეროვნული რეფერენდუმის მსგავსი, ასეთი რამ არსად მინახავს

ირაკლი შალიკაშვილი 27 ივლ 2021
ევროკავშირი პოზიტიურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს

ევროკავშირი პოზიტიურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს

ირაკლი შალიკაშვილი 18 მარ 2021

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

    სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

  • კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

    კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

  • შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

    შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

  • შალვა პაპუაშვილი: საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში

    შალვა პაპუაშვილი: საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში

  • ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა – გამოტანილი იყო $30 მლნ, გაიყიდა $7.6

    ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა – გამოტანილი იყო $30 მლნ, გაიყიდა $7.6

  • შალვა პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

    შალვა პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

  • სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

    სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

  • გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

    გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

  • მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

    მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge