სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს ირაკლი სესიაშვილი ეხმაურება. სესიაშვილის კომენტარს „რუსთავი 2“ ავრცელებს.
„თავისთავად ცხადია გამოძიება უნდა დაიწყოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა რამდენადაც ბოლო პერიოდში ჩვენ ამ ფაბრიკაციების მომსწრენი ვართ და ის ჩანაწერები, რაც „რუსთავი 2“-მა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გაავრცელა, მათი ავთენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ამიტომ მე პირდაპირი ნდობა ვერ მექნება და ამიტომ დაველოდები გამოძიებას“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
კომენტარები