რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერს,რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი ფიგურირებენ, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა „ფეისბუქით“ გამოეხმაურა.
„სუბელუანის თქმით, სახელმწიფოსთვის გაწირა თავი და ვაჟკაცურად მოიქცა. (კაცი ეგ ყოფილა)
მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე ტერორისტები და სახელმწიფო გადამტრიალებლები ყოფილან.
ესე იგი შვილებს გვიხოცავენ, მკვლელებს არ იჭერენ და აქეთ გვადანაშაულებენ ათასგვარი ბრალდებით.
საქართველო, შენ გადაწყვიტე, ვინ კაცია და ვინ არაკაცი.
მაგრამ ერთი კარგად დაიმახსოვროს ყველამ,
მალხაზ მაჩალიკაშვილი არის კაცი, ადამიანი, ვაჟკაცი, შეუპოვარი, გმირი და ასე შემდეგ.
არავინ გაბედოს ამის შემდეგ მასზე რამე ზედმეტი თქვას თქვე სუბელიანის მონებო“,-წერს სარალიძე.
https://www.facebook.com/dasasruli214563/posts/1930044307043225
კომენტარები