NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„რუსთავი 2“ სავარაუდოდ მირზა სუბელიანის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძისა და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის დათო ცუხიშვილის ფარულ აუდიო ჩანაწერს ავრცელებს

„რუსთავი 2“ სავარაუდოდ მირზა სუბელიანის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძისა და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის დათო ცუხიშვილის ფარულ აუდიო ჩანაწერს ავრცელებს

15 ოქტ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 988 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სავარაუდოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის, „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძისა და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომლის დათო ცუხიშვილის ფარულ აუდიო ჩანაწერს ავრცელებს, რომელიც „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების საკანშია ჩაწერილი.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაცით, ჩანაწერების მიხედვით სავარაუდოდ მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

„შენ ძალიან კარგად იცი რო მე რო რაღაცა მეკადრა, ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი, მე რო რაღაცა მეკადრა არასწორი, ვინ არი ბიჭო ოქუაშვილი კი არა ტერა ბაიტებით გვაქ სასწაულები ამათ რო არ დაესიზმრებათ, თეთრაძის საქმიდან დაწყებული, ნავთლუღის სპეცოპერაცია… რაზეც ამათმა თანამდებობები დაიჭირეს, ხარძიანის საქმე, ან ვანოს საქმე, ვისი შესრულებულია, ან შენ როგორ გგონია, ამათი თათბირები ესენი რო იჯდნენ და ყ..ე განკარგულებებს გასცემდნენ, იმხელა უტვინო ვიყავი რო თავი არ დამეზღვია ამათთან?! თავი არ დამეზღვია და ისე მივსულიყავი, ყოველდღე ცვლიდნენ გადაწყვეტილებებს, მე რო რაღაცა მდომებოდა და რაღაცა მინდოდეს, ხალხის გამოსვლა შენ ნახე, არაფერი არ უნდა, ორი ჩანაწერი უნდა და ბ..შვილი ვიყო რუსთაველი გამოვა და “ოცნება” აღარ იქნებით დამიჯერე, პროსტა კაცურად გეუბნები, არ ვარ მე ამის მკადრებელი კაცი და ნუ მაკადრებინებთ.

მე პოლიტპატიმარი ვარ, შვეიცარიაში რო წავიდე, სტოკჰოლმში რო ჩავფრინდე, ხო ქვეყანას დედას მო..ვ, საქართველოს, სტოკჰოლმამდე რო ჩავაღწიო ხო იმხელა მტკიცებულებებს წავიღებ რო ბო..შვილი ვიყო, ამ საქმეზე გამამტყუნებელს მივიღებ თუ არა პოლიტიკურ თავშესაფარს მაინც მივიღებ, ეჭვი ხო არ გეპარება შენ მაგაში, მე ამას ვერ ვიგებ ძმაო, როდესაც იმ მომენტში შემეძლო ჩვეულებრივი განცხადებები გამეკეთებინა, ეხლა დამთავრებული იქნებოდა, ეხლა ჩემი ოჯახი პოლიტიკურად იდევნება ძმაო”,-აცხადებს ტელეკომანია „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით მირზა სუბელიანი.

„რუსთავი 2“-ის ცნობით, მირზა სუბელიანის გაბრაზების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი, მიხეილ შაყულაშვილი, რომელმაც საპარლამენტო კომისიას სუბელიანისგან განსხვავებული ჩვენება მისცა. ამ შეუსაბამობამ გააჩინა ეჭვი, რომ სუბელიანმა ცრუ ჩვენება მისცა. ჩანაწერში შემდეგ მირზა სუბელიანი ახსენებს იმ მეთოდებსაც, რომლითაც წლების განმავლობაში ხელისუფლებისთვის საქმეებს ალაგებდა. სუბელიანი თავის “შემადგენლობასთან” ერთად მოწმეებს იტაცებდა და სცემდა სასურველი ჩვენებების მისაღებად, მათ შორის, გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენობის დროს. ბაჩო ახალაიას საქმის მოწმეებზე კი პირდაპირ ამბობს, რომ მათ აწამებდა.

ასევე ჩანაწერში ნახსენები არიან ყოფილი მთავარი პროკურორები კბილაშვილი და შოთაძე, ყოფილი პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი, რომლებიც მასთან საქმეების მოსაგვარებლად დადიოდნენ. სუბელიანი ამბობს, რომ მას ეკა ბესელიასა და უდოს კომისიის ურთიერთობებზეც აქვს ინფორმაცია და ამ თემაზე დაკითხულიც იყო.

ასევე ნახსენებია ვანო მერაბიშვილის საქმე და ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ჩაწერილი და დაარქივებულია. ამასთან, ჩანაწერის მიხედვით სავარაუდოდ მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ ის წინასწარ არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან, როდის უნდა დადგეს მისი განაჩენი და რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში – ერთი წელი პატიმრობა და ერთი წელი პირობითი მსჯავრი.

ის სთხოვს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, შეახსენოს მინისტრ გახარიას მათი გარიგების პირობები. „ერთ რამეს გეტყვი, მე სხვა რამეს ვდარდობ, მეთქი ნახავს სახელმწიფო, ჩვენს გამო წავიდა და დაჯდა, ჩვენ გადაგვარჩინა და გამოხვალ და მირზა შენ ეს გექნება, მირზა შენ ის გექნება და ამის გამო, რას ვიღებ ბოლოს ჩემი დედის ტ…ნას?! იმაში დარწმუნებული ვარ რო, იმას ეტყოდნენ სხვანაირად, მტკიცებულებები გვაქვსო, ბიჭო ოცნებამ მიიღეთ ძმაო, თქვენი გუნდის პატიმარი, თქვენი გუნდის, ამხელა შეცდომა ბოზიშვილი ვიყო მიშას არ დაუშვია, შენ ხვდები ეს რამხელა შეცდომაა?! არ მინდა, არც დაკლება მინდა, ვიჯდები ეს ერთი წელი მჭირდება, ეს ნეგატიური პოზიცია რო გავდევნო, თორე მე რო ეხლა გავიდე გარეთ შეიძლება სასწაულები ჩავიდინო.

რა უთხარი იცი გახარიას? ერთად რომ ვქეიფობდით მე, ვასაძე და მთელი კამანდა, თურმე შორიდან იცნობდნენ ესენითქო? კარგი-თქო მართლა. ამაზე უფრო მეტად არის გაგიჟებულითქო. მესიჯი მიუტანე სწორად, არავის ჩაძირვა და არავის გადაძირვა არ მინდა, თავი დამანებონ, შემეშვან, სიტყვა ნათქვამია, ეგ სიტყვა შეასრულონ და აგერ არის 15-ში და ახალწლამდე დამიყენონ განაჩენი“, – ნათქვამია არხის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში.

 

კომენტარები

ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანი რუსთავი2 ფარული აუდიოჩანაწერი 2018-10-15
სოსო ელისაშვილი
Tags ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანი რუსთავი2 ფარული აუდიოჩანაწერი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მე მინდა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ერთიანი“

შემდეგი სტატია

უცხოეთიდან მიღებული ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიხედვით მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა

მსგავსი სტატიები

„ენმ-ს გამარჯვების შიშით სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მახეა“

26 ნოე 2018
თბილისის მერიას 2018 წლისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 60 მილიონი ლარი გამოეყოფა

თბილისის მერიას 2018 წლისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 60 მილიონი ლარი გამოეყოფა

27 ნოე 2017

საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა

04 მაი 2018

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

    სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

  • მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

    მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

  • რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

    რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

  • მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

    მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

  • რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

    რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

  • თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

    თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

  • ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

    ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

  • მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

    მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

  • სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

    სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

  • საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

    საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge