NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი კობახიძე: ცარიელ ადგილზე, კონკრეტული გადაცდომის და დანაშაულის გარეშე, ვერანაირი ფარული ჩანაწერით ვერანაირ კომპრომატს ვერ შექმნით

ირაკლი კობახიძე: ცარიელ ადგილზე, კონკრეტული გადაცდომის და დანაშაულის გარეშე, ვერანაირი ფარული ჩანაწერით ვერანაირ კომპრომატს ვერ შექმნით

15 ოქტ 2018 ახალი ამბები 653 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ჩვენ ვიხილეთ ერთი სპექტაკლი, რომელიც წარუმატებლად უკვე დასრულდა და შემოგვთავაზეთ ახლა მეორე სპექტაკლი, რომელიც ასევე წარუმატებლად დასრულდება იმიტომ, რომ იქ, სადაც არ არის გადაცდომა, იქ, სადაც არ არის დანაშაული, ვერ შეიქმნება ხელოვნურად კომპრომატი”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უმცირესობის წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებას.

„ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის განცხადების საპასუხოდ, რომელიც პარლამენტის როლს ეხებოდა, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტს გამოკვეთილი როლი აქვს რომელსაც სათანადოდ ასრულებს. ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა სერგი კაპანაძის კიდევ ერთ განცხადებასაც. „9 წელს რაც შეეხება, იქ კომპრომატებით და ფარული ჩანაწერებით კი არ შეიქმნა შთაბეჭდილება თქვენს რეჟიმზე, შეიქმნა ფაქტებით და ფაქტი იყო რა: 10 ათასმა კაცმა, მაგალითად, აჩუქა სახელმწიფოს საკუთარი ქონება, ეს ფაქტი იყო. კონკრეტული ადამიანები აწამეთ, კონკრეტული ადამიანები დახოცეთ და ეს არის ფაშიზმი, ნაციზმი და ყველაფერი. ამიტომ ვერ გადაფარავთ ამას ვერანაირად, ვერც ერთი სპექტაკლით, ვერც მეორეთი და ვერც მესამეთი. პარლამენტი თავის ფუნქციას შეასრულებს”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება მირზა სუბელიანის საკითხს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველ გუნდს მუქარის არ ეშინია და პრინციპების შესაბამისად მოქმედებს. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ თუ იქნება ვინმეს მხრიდან კონკრეტული დანაშაული, „პარლამენტი არცერთ შემთხვევაში არ დახუჭავს თვალებს”.

კომენტარები

ირაკლი კობახიძე 2018-10-15
სოსო ელისაშვილი
Tags ირაკლი კობახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მუქარის არავის ეშინია, ვერც ნიკა გვარამიას მიერ მინიჭებული იმუნიტეტი ვერ დაიცავს ვერავის“

შემდეგი სტატია

უსუფაშვილი: „მინდა მივმართო 2012 წლის „ოცნებელებს““

მსგავსი სტატიები

“კანონის მიხედვით მოქმედებდა საოლქო კომისია”-ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დაცვის პროცესში მმართველი გუნდი ერთვება

“კანონის მიხედვით მოქმედებდა საოლქო კომისია”-ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დაცვის პროცესში მმართველი გუნდი ერთვება

სოსო ელისაშვილი 15 მაი 2019
კალაძე: „ვერეს ხეობაში გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა არა საგანგაშო“

კალაძე: „ვერეს ხეობაში გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა არა საგანგაშო“

18 ივნ 2018
ნინო გვენეტაძემ 34 მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა

ნინო გვენეტაძემ 34 მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა

10 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს  სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

    Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

  • ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

    ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

  • აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

    აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

  • “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

    “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

  • ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია

    ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია

  • ანრი ოხანაშვილი: თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება

    ანრი ოხანაშვილი: თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება

  • დავით უსუფაშვილი: კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? – ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? – საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ

    დავით უსუფაშვილი: კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? – ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? – საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის  მშენებლობა დაასრულა

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის მშენებლობა დაასრულა

  • 500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

    500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

  • თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო  ხელშეკრულება გააფორმეს

    თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge