პარტია,,მომავალი საქართველო”-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე გუშინ რუსთავი2-ზე გასულ ვიდეო ჩანაწერს ეხმაურება:
ნათელი გახდა რომ ქვეყანა იმართება არაფორმალური მაფიოზური დაჯგუფებების მიერ,რომლებიც მოდებულნი არიან ხელისუფლების ყველა შტოს და სახელმწიფო უწყებებს თავიანთი ვიწრო ინტერესების დასაკმაყოფილებლად იყენებენ,ვფიქრობ დადგა დრო ქართველმა ხალხმა ობიექტური დასკვნა გააკეთოს, ფაქტია, რომ „ოცნებამ” იმ სისტემის დემონტაჟი კი არ განახორციელა, რომელიც შექმნეს „ნაციონალებმა”,
არამედ მის გამოყენებას შეუდგა და გუშინ ჩვენ ეს მოვისმინეთ. ვფიქრობ ყველაფერს აუცილებლად მოეფინება ნათელი, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის რომ ერთხელ და სამუდამოდ ქართველმა ხალხმა არჩევნების გზით უთხრას უარი კრიმინალ მაფიოზებს,რომლებიც,ქვეყანას უკიდურეს სიღატაკეში ამყოფებენ,დიახ ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთეს მომავალს და ჩვენ ეს უნდა მოვიპოვოთ-აცხადებს გიორგი ლაღიძე.
კომენტარები