დედაქალაქის მერი კახა კალაძე კატარის მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრ მოჰამედ ბინ აბდულაჰ ალ რუმაიჰის შეხვდა.
მხარეებმა დოჰასა და თბილისს შორის ტურიზმის, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. თბილისის მერმა მოჰამედ ბინ აბდულაჰ ალ რუმაიჰის დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო და თბილისში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებაზე, გამწვანების გეგმებსა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნულ სფეროებში კატარის გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.
„მოხარული ვარ, რომ თბილისს სტუმრობთ. მზად ვართ, ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. დღეს ჩვენ თბილისში ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ, მომავალ წლებში ჩვენი დედაქალაქი ბევრად უფრო ლამაზი და სხვადასხვა მიმართულებით უკეთ განვითარებული ქალაქი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები