NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბესელია: მეეჭვება, რომ ეს იყოს კანონიერად მოპოვებული ჩანაწერი

ბესელია: მეეჭვება, რომ ეს იყოს კანონიერად მოპოვებული ჩანაწერი

15 ოქტ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 580 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ეკა ბესელიას თქმით, გამოძიება რომ დაიწყო, ეს არის საჭირო და დროული, მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რა ინფორმაციას დადებს გამოძიება, არის თუ არა აღნიშნული ჩანაწერი კანონიერი და ავთენტური.

„ჩემთვის პირადად საინტერესო არის ამ საკითხის სამართლებრივი მხარე. პირველ რიგში, ვიდრე შინაარსთან დაკავშირებით გადავალ და მე ასეთი მიდგომა მაქვს ყველა ჩანაწერთან დაკავშირებით, რომლის მოპოვება, შენახვა და გავრცელება მიმაჩნია, კანონით უნდა გადამოწმდეს, ეს არის კანონის მოთხოვნა. სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულს განეკუთვნება, სხვათა შორის სისხლის სამართლის დანაშაულს, უნდა გადამოწმდეს ავთენტურობა. გამოძიება რომ დაიწყო, ეს არის საჭირო და დროული, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რა ინფორმაციას დადებს გამოძიება. არის თუ არა ეს კანონიერი და ავთენტური.

ერთი – არის თუ არა ეს კანონიერად მოპოვებული, თუმცა მეეჭვება, რომ ეს იყოს კანონიერად მოპოვებული თუნდაც იმიტომ, რომ პარლამენტის წევრი, რომელიც ადასტურებს ამ შეხვედრას, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ არ შეიძლება ფარული ჩაწერა მიმდინარეობდეს. ამიტომ კანონიერების თვალსაზრისით ძალიან სერიოზული კითხვები მაქვს. ასევე სერიოზული კითხვები მაქვს ამ ჩანაწერის მოპოვებასთან დაკავშირებით და მისი შინაარსის ავთენტურობა რომ დადასტურდეს.

იმისთვის, რომ რაიმე ღირებულება ჰქონდეს სამართლებრივი და შინაარსზე იმსჯელო, ამაზე გავაკეთოთ კომენტარები, აუცილებელია ვიცოდეთ ავთენტურია თუ არა და კანონიერია თუ არა ეს ჩანაწერი.

თუ ეს დადასტურდება ამის შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ შინაარსზე და დავსვათ ყველა კითხვა და გავარკვიოთ ყველა საკითხი. იქამდე მე მგონია, რომ არის არა მარტო არასერიოზული, არა მარტო ძალიან სახიფათო ასეთი მიდგომები, არამედ მგონია, რომ ეს ააშკარავებს ვიღაცის განზრახვას, რომ იქამდე, ვიდრე კანონიერება და ავთენტურობა გარკვეული არ გვაქვს და უკვე შემაჯამებელი კეთდება, განსაკუთრებით თქვენი დირექტორის მხრიდან (მიმართავს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს), ეს უკვე არის ის სურათი, რომელიც ყველაფერს თავდაყირა აყენებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

ავთენტური გამოძიება ეკა ბესელია რუსთავი2 ჩანაწერი 2018-10-15
სოსო ელისაშვილი
Tags ავთენტური გამოძიება ეკა ბესელია რუსთავი2 ჩანაწერი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე შუქნიშნები 10 დღეში ჩაირთვება

შემდეგი სტატია

კახა კუკავა: მთავრობა, რომელიც ფარცხალაძეს ვერ იჭერს, მით უფრო ვერ მოაგვარებს საგარეო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს

მსგავსი სტატიები

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა სარალიძეს აგინა

14 სექ 2018
„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში მივიდა

„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში მივიდა

ირაკლი შალიკაშვილი 19 ივლ 2019
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები – გასაუბრების პროცესი შესაძლოა, სექტემბრამდე შეწყდეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები – გასაუბრების პროცესი შესაძლოა, სექტემბრამდე შეწყდეს

ირაკლი შალიკაშვილი 30 ივლ 2019

უახლესი ამბები

  • 500 ათასი დოლარი ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დაკავებისათვის

    500 ათასი დოლარი ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დაკავებისათვის

  • დავით ყაზარაშვილი: როდესაც ბრალდებულები აცხადებენ იმას, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, აქვე ცრუობენ

    დავით ყაზარაშვილი: როდესაც ბრალდებულები აცხადებენ იმას, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, აქვე ცრუობენ

  • მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: გუშინ ვითომ გახარებული სახეებით, რომ გამოვიდნენ …

    მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: გუშინ ვითომ გახარებული სახეებით, რომ გამოვიდნენ …

  • გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ

    გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ

  • ცვლილებები საარჩევნო კოდექსს კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის

    ცვლილებები საარჩევნო კოდექსს კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის

  • ბატონმა მიშელმა გვითხრა, რომ თქვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მძიმე ვითარებაში, უკან მოსახედი გზა არ გქონდეთო

    ბატონმა მიშელმა გვითხრა, რომ თქვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მძიმე ვითარებაში, უკან მოსახედი გზა არ გქონდეთო

  • ქუჩის აქციები უნდა გაგრძელდეს, ღარიბაშვილის ტონალობას რომ მოვუსმინეთ, ისევ ძალიან ხისტი იყო, კვლავ კუნთებზე იყურება

    ქუჩის აქციები უნდა გაგრძელდეს, ღარიბაშვილის ტონალობას რომ მოვუსმინეთ, ისევ ძალიან ხისტი იყო, კვლავ კუნთებზე იყურება

  • როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა, პრემიერის დღევანდელი რიტორიკა შემაშფოთებელია

    როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა, პრემიერის დღევანდელი რიტორიკა შემაშფოთებელია

  • პარლამენტის პიკეტირების და პროვოკაციების მცდელობა ნიშნავს, რომ ოპოზიცია არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის

    პარლამენტის პიკეტირების და პროვოკაციების მცდელობა ნიშნავს, რომ ოპოზიცია არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის

  • ღარიბაშვილის და უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებებმა დაგვანახა, რომ ისინი მოლაპარაკებების პროცესში სანდო არ არიან

    ღარიბაშვილის და უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებებმა დაგვანახა, რომ ისინი მოლაპარაკებების პროცესში სანდო არ არიან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge