NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„თავდაცვის მინისტრის ყველა შემოსავალი არის დეკლარირებული და საჯარო“

„თავდაცვის მინისტრის ყველა შემოსავალი არის დეკლარირებული და საჯარო“

14 ოქტ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 380 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ლევან იზორიას ქონებაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინსიტრო განცხადებას ავრცელებს.

„თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ თავდაცვის მინისტრის ყველა შემოსავალი არის დეკლარირებული და საჯარო. რაც შეეხება ქონებას, რომელსაც ლევან იზორიას ოჯახი ფლობს, მოგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრმა კერძო სახლის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთი, საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებამდე შეიძინა პირადი დანაზოგით, რომელიც გერმანიაში მუშაობისა და აკადემიური საქმიანობის დროს დააგროვა. ასევე, დანაზოგებით, აკადემიური საქმიანობითა და შემდეგ უკვე საჯარო სამსახურში მიღებული შრომის ანაზღაურებით, თავდაცვის მინისტრმა დაასრულა სახლის მშენებლობა.

მოგვიანებით, ლევან იზორიამ კერძო სახლი გააქირავა, რამაც მისი ოჯახის შემოსავალი დამატებით გაზარდა. სწორედ ქირის შემოსავლით, სახელფასო ანაზღაურებითა და „საქართველოს ბანკის“ საბანკო სესხით (145,300 აშშ დოლარი) შეიძინა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი ააშენა.

რაც შეეხება სახლს, რომელიც ვერ მოხვდა დეკლარაციაში, ამის მიზეზია ის, რომ ამ დრომდე მიმდინარეობდა მშენებლობა, რომელიც დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა 2018 წლის 14 სექტემბერს. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია დეკლარირებული იქნება კანონის თანახმად მომდევნო დეკლარაციაში. დამატებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს იხილოს თავდაცვის მინისტრის დეკლარაცია, სადაც ყველა შემოსავალი თუ ხარჯი არის გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი“, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

თავდაცვის სამინისტრო ლევან იზორია ქონებრივი დეკლარაცია 2018-10-14
სოსო ელისაშვილი
Tags თავდაცვის სამინისტრო ლევან იზორია ქონებრივი დეკლარაცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მერია განმარტავს, რატომ გათიშეს სააკაძის მოედანზე შუქნიშანი

შემდეგი სტატია

პოლიციამ რაჭაში მომხდარი ყაჩაღობის 2 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

მსგავსი სტატიები

TBC ბანკის საქმე და ანაკლიის პორტი – სალომე სამადაშვილი რუსულ ინტერესებსა და საერთაშორისო საზოგადოების რეაგირებაზე საუბრობს

TBC ბანკის საქმე და ანაკლიის პორტი – სალომე სამადაშვილი რუსულ ინტერესებსა და საერთაშორისო საზოგადოების რეაგირებაზე საუბრობს

20 თებ 2019
LIVE: ჩემი სმARTფოტო

LIVE: ჩემი სმARTფოტო

10 ნოე 2017
შსს-ში წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს

შსს-ში წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს

18 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • თბილისის მერი უცხოეთში იმყოფება

    თბილისის მერი უცხოეთში იმყოფება

  • “ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი”

    “ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი”

  • ლილი ფოფხაძე – მავნე ყვავილი

    ლილი ფოფხაძე – მავნე ყვავილი

  • კახა კალაძე: ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს

    კახა კალაძე: ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს

  • “ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან”

    “ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან”

  • იაგო ხვიჩია: არსებობს მოარული ჭორი, რომ ამ კვირას რაღაც მოხდება. შესაძლებელია, მოლაპარაკების პროცესიც მიმდინარეობდეს ხელისუფლებასთან …

    იაგო ხვიჩია: არსებობს მოარული ჭორი, რომ ამ კვირას რაღაც მოხდება. შესაძლებელია, მოლაპარაკების პროცესიც მიმდინარეობდეს ხელისუფლებასთან …

  •  ამირან გამყრელიძე:  საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა იწყება

     ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა იწყება

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა

  • ლილი ფოფხაძე – საჭესთან სხვები სხედან

    ლილი ფოფხაძე – საჭესთან სხვები სხედან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge