NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„დღეს არის უდიდესი ჩვენი ეროვნული დღესასწაული მცხეთობა, სვეტიცხოვლობა~

„დღეს არის უდიდესი ჩვენი ეროვნული დღესასწაული მცხეთობა, სვეტიცხოვლობა~

14 ოქტ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება 1234 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეს შევთხოვთ უფალს, რომ მადლითა სვეტიცხოველისა ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა, სიხარული, სიყვარული და მთლიანობა საქართველოისა, – 1tv.ge-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განაცხადა.

ილია მეორემ სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა.

„დღეს არის უდიდესი ჩვენი ეროვნული დღესასწაული მცხეთობა, სვეტიცხოვლობა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული და მწუხარება შეენაცვლებიან ერთმანეთს როგორც ტყუპი ძმები. ბევრი რამ უნახავს სვეტიცხოველსა და მცხეთას, კარგი და მძიმე. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მადლითა სვეტიცხოველისა ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, მთლიანობა საქართველოისა. ჩვენს წინაპრებს უთქვამთ, ქართველმა ადამიანმა რომ აიღოს ხელში მიწა და გამოწველოს, მოწამეების სისხლი გამოედინება მას, მაგრამ ამავე დროს, ვიცით, რომ დიდი მადლი ტრიალებს ამ წმინდა ადგილზე. მეფის, პატრიარქებისა და ეპისკოპოსების კურთხევა სვეტიცხოველში ხდებოდა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს.

მცხეთა განსაკუთრებული ქალაქი და ადგილია. ქრისტეს შობამდე, ექვსი საუკუნით ადრე ჩამოტანილი იყო ​ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ დროს დაიწყო ურთიერთობა ებრაელებსა და ქართველებს შორის. გაცილებით ადრე დაიწყო. შემთხვევით არ არის, რომ ჩამოტანილი იყო კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ისიც არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ყველაფერი მეტყველებს – სიწმინდეების ჩამობრძანება, რომ მცხეთა არის ახალი იერუსალიმი, წმინდა ქალაქი და ჩვენ თაყვანსა ვცემთ ამ წმინდა ადგილს. გარდაცვალების წინ მეფე მირიანმა უარი თქვა, ამ ადგილას დასაფლავებულიყო. თავს უღირსად თვლიდა, რომ აქ დაეკრძალათ და დაიკრძალა სამეფო ბაღში, სადაც არის სამთავროს დედათა მონასტერი. ბედნიერი ვართ, რომ ღმერთმა გვიბოძა ეს სამშობლო.

მოხარული ვართ, რომ ამ ბედნიერ დღეს ესწრებიან  საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი და სხვა თანამდებობის პირები. გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს და მადლი უფლისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს“, – განაცხადა ილია მეორემ.

კომენტარები

მცხეთა პატრიარქი სვეტიცხოველი სვეტიცხოვლობა 2018-10-14
სოსო ელისაშვილი
Tags მცხეთა პატრიარქი სვეტიცხოველი სვეტიცხოვლობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შსს-მ სენაკში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შემდეგი სტატია

„სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ეს იქნება ნელად მოქმედი ნაღმი“

მსგავსი სტატიები

„14% სხვაობა არის სირცხვილი – ამას კვლევა აღარ ჰქვია!“

20 ნოე 2018
თბილისის ნაწილს 15 იანვარს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს 15 იანვარს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

12 იან 2018
კატასტროფული შედეგი გამოიტანა… გვენეტაძე უნდა გადადგეს – ექსპერტების ნაწილი ახალ საბაკო რეგულაციებს აკრიტიკებს

კატასტროფული შედეგი გამოიტანა… გვენეტაძე უნდა გადადგეს – ექსპერტების ნაწილი ახალ საბაკო რეგულაციებს აკრიტიკებს

ირაკლი შალიკაშვილი 28 მარ 2019

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

  • გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

    გია ვოლსკი: არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ

  • თბილისში მკვლელობა მოხდა

    თბილისში მკვლელობა მოხდა

  • ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

    ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

  • პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

    პაატა იმნაძე: პირბადის ტარების წესი არა მარტო გაზაფხულზე, ზაფხულშიც არ მოიხსნება. პანდემია არსად წასულა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge