საქართველო, 16 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 საიუბილეო მინისტერიალს უმასპინძლებს. ინფორმაციას განათლების, სპორტის, კულტურისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მინისტერიალის ფარგლებში, თბილისს ეწვევიან ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი-დრაგონი, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპორტზე პასუხისმგებელი მაღალი თანამდებობის პირები, ასევე საერთაშორისო სპორტული და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
თბილისის მინისტერიალის დღის წესრიგით გათვალისწინებულია 2 საკვანძო საკითხი: სპორტში ადამიანის უფლებების დაცვა და სპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალი – 2018 საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
კომენტარები